კარნავალი ვენეციაში კარნავალი ვენეციაში />


  12:59:13     06-02-2012

კარნავალი ვენეციაში

a14826.jpg

ვენეციაში ყოველწლიური კარნავალი მიმდინარეობს. კარნავალს,რომელიც იტალიის ერთ-ერთ უძველეს ქალაქში ტარდება ყოველ წელს ათასობით ტურისტი სტუმრობს.

კარნავალი ტრადიციულად სან მარკოს მოედანზე დაიწყო.2012 წელს კარნავალის დევიზია"სიცოცხლე-ეს თეატრია". ამ დევიზის გათვალისწინებით ქალაქის თითქმის ყველა მოედანზე,ქუჩაზე და ხიდზე მოწყობილია თეატრალური სცენები რომლებზეც საინტერესო და სანახაობრივი სპექტაკლები იქნება დადგმული.ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გამოფენები,თეატრალიზირებული და მუსიკალური წარმოდგენები. ქალაქი გაფორმებულია ულამაზესი დეკორაციებით.გასართობი ღონისძიებები დილიდან გვიან საგამომდე გრძელდება.

ვენეციის კარნავალის ტრადიცია რომაული დღესასწაულიდან მომდინარეობს, რომელიც ძველ რომში სატურნის საპატივსაცემოდ იმართებოდა. ამ დღესასწაულზე რომის ნებისმიერი ფენის წარმომადგენელს შეეძლო სასურველი ნიღაბი მოერგო და დედოფლის ყურადღება მიექცია.

რენესანსის ეპოქაში ვენეციაში ნიღბებმა უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და მას ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხშირად იყენებდნენ.ვენეციელი დიდებულები ნიღაბს კაზინოში ან სხვა გასართობ სიტოაციებშიც ხშირად მალავდნენ.ასევე მევალეებისაგან დასამალადაც ხშირად იყენებდნენ

ყველაზე დიდი ყურადღება 19 თებერვლისკენ არის მიმართული როდესაც კარნავალის საუკეთესო ნიღაბი იქნება გამოვლენილი.კარნავალი 21 თებერვლამდე გაგრძელდება.ვენეციის კარნავალი გონდოლების " მდუმარე რეგატით"დასრულდება

ghn

0

ავტორი: