ნინო ბურჯანაძე „ქართული ოცნების  ხეს“ ახმობს?! ნინო ბურჯანაძე „ქართული ოცნების ხეს“ ახმობს?! />


  10:54:17     06-02-2012

ნინო ბურჯანაძე „ქართული ოცნების ხეს“ ახმობს?!

a14806.jpg

გიცაგარეიშვილი:თავისუფალი-დემოკრატების’’ წევრი, დეპუტატის გია ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეკრებილი პოლიტიკური ძალების კოალიცია,  დასრულებულ სახეს, მარტის დასაწყისში მიიღებს. მისი თქმით, უახლოეს დღეებში, პარტიის საინიციატივო ჯგუფის შექმნის შესახებ განცხადება გაკეთდება, რომელიც, პარტიის შექმნისა და ყრილობის ჩატარების კონკრეტულ თარიღს დათქვამს. გარდა ამისა, ცაგარეიშვილის განცხადებით, ამ დღეებში „ეროვნულ ფორუმთან’’ მოლაპარაკებების პროცესიც დასრულდება. რატომ არ შეიქმნა თებერვლის დასაწყისში კოალიცია და ივანიშვილის ორბიტაზე, წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს, რატომ დაუპირისპირდნენ ნინო ბურჯანაძე და კახა კუკავა? – „პრესა.ჯი-ს“ კითხვებს გიორგი ცაგარეიშვილი პასუხობს:

- ივანიშვილის თანამოაზრეებს, თებერვლის დასაწყისში კოალიცია უნდა ჩამოგეყალიბებინათ. ამ ვადამ რატომ გადაიწია?

- პარტია ძალიან მალე შეიქმნება, მაგრამ მანამდე პარტიის საინიციატივო ჯგუფის შექმნის შესახებ განცხადება გაკეთდება, რომელიც, თავის მხრივ, უკვე პარტიის შექმნისა და ყრილობის ჩატარების კონკრეტულ თარიღს დათქვამს. მარტის დასაწყისში კოალიციის ჩამოყალიბება ფორმალიზებულად დასრულებულ სახეს მიიღებს. „ეროვნულ ფორუმთან’’ მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება. ბევრი სიურპრიზი იქნება და ნება მომეცით, ჩვენი სამომავლო გეგმები ბოლომდე არ გავთქვა.

- როვნულ ფორუმთან’’ რა საკითხებზე ვერ თანხმდებით და საზოგადოებას რა სიუპრიზს უმზადებთ? 

- მოლაპარაკებების პროცესი გაჭიანურებული არ არის და ეს აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია. „ეროვნულ ფორუმში’’ თავიანთი შეხედულებები და ჯანმრთელი პოლიტიკური ამბიციები აქვთ. იმ ადამიანს რა ვუთხარი, ვინც პოლიტიკაშია და აბსოლუტურად უამბიციოა. ასეთები, სამწუხაროდ, პარლამენტში, ე.წ. უმცირესობაში გვყავს, მაგრამ მათ გვარს და სახელს არ დავასახელებ.   რაც შეეხება სიუპრიზს, საზოგადოება დაინტერესებულია, თუ ვინ გაწევრიანდება „ქართულ ოცნებაში’’.  მერწმუნეთ, სჯობს, რამდენიმე დღე მოვითმინოთ ყველამ ერთად, ვიდრე წინ გავუსწროთ მოვლენებს და ამით ჩვენი ინტერესები დავაზარალოთ.

- ივანიშვილის გარშემო შეკრებილ პოლიტიკურ ძალებს, კოლეგები დაგიპირისპირდნენ. კუკავა აცხადებს, რომ თქვენთან, პროცესებს რესპუბლიკელები’’ მართავენ. ეს მართლაც ასეა, თუ კუკავა თქვენდა რესპუბლიკელების’’ დაპირისპირებას ცდილობს?

 - ნაკლებად მაღელვებს, რას ამბობს კუკავა ან  ბურჯანაძე. რაც შეეხება ჩვენი და რესპუბლიკელების’’ შესაძლო გაუცხოვებას, ამ თემაზე არც კი ვისაუბრებთ. ეს თითიდან გამოწოვილი თემაა. ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის ძალიან უნაყოფო და არაფრის მომცემი პოლემიკა, რომელში ჩართვის არანაირი სურვილი არ გაგვაჩნია არც მე და არც ჩემს თანაგუნდელებს.

- ბურჯანაძე აცხადებს, რომ ირაკლი ალასანია მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებს მართავს. ბურჯანაძე ჭორებს გივრცელებთ, თუ ხელისუფლებასთან მართლაც თანამშრომლობთ?

- თუ ეს არის ერთგვარი მცდელობა იმისა, რომ მომავალ გაერთიანებას იმიჯი შეულახოს, ეს კრახისთვის განწირულია, რადგან აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ აკეთებს განცხადებას. ამ ქვეყანაში, ყრუ და ბრმა არავინ არის. ეს ის შემთხვევა არ არის, რომ შეძახილით ხე გახმეს, თუმცა, ბურჯანაძის ნათქვამით „ქართული ოცნების’’ ხე ვერ გახმება. მესმის, რომ ბურჯანაძე თავს გაუცხოვებულად გრძნობს, მაგრამ ეს არ არის არც ივანიშვილის, არც ალასანიას და არც უსუფაშვილის ბრალი. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. წარმოუდგენელია, პოლიტიკური მრწამსის განმსაზღვრელად ის აიღო, თუ შენ პარტიულ სიაში რამდენი კაცი გყავს და, თუ ამას არ დაგიკმაყოფილებენ, პარტიიდან წამოხვიდე და თქვა, რომ ოპოზიციაში მიდიხარ.

0

ავტორი: