რაგოზინი: რუსმა ბავშვებმა „ომობანა“ მხოლოდ სამამულო იარაღით უნდა ითამაშონ რაგოზინი: რუსმა ბავშვებმა „ომობანა“ მხოლოდ სამამულო იარაღით უნდა ითამაშონ />


  20:54:58     04-02-2012

რაგოზინი: რუსმა ბავშვებმა „ომობანა“ მხოლოდ სამამულო იარაღით უნდა ითამაშონ

a14801.jpg

რუსმა ბავშვებმა ერთმანეთი მხოლოდ და მხოლოდ სამამულო წარმოების იარაღით უნდა „მოკლან“ - ასეთია რუსეთის ვიცე - პრემიერის დიმიტრი რაგოზინის ბოლო ინიციატივა, რომლის ხორცშესხმაც ყოფილი ნაციონალისტური პარტიის ლიდერმა უკვე დაიწყო.

თავდაცვის საწარმოო კომპლექსის კურატორი და რუსეთის ყოფილი წარმომადგენელი ნატო-ში, აპირებს მოაგვაროს იდეოლოგიურად სწორი, პატრიოტული სათამაშოების საკითხი და უკვე გასცა კიდეც განკარგულება, დაიწყოს რუსული სათამაშო ტანკების, თოფებისა და ჯარისკაცების წარმოება.

„ეყოფათ ჩვენს ბავშვებს „ლეოპარდით“ თამაში“ - დაწერა მან თავის ტვიტერში. ლეოპარდი ცივი ომის დროინდელი გერმანული ტანკია, რომელიც რაგოზინს, ალბათ, ყველაზე მეტად აღიზიანებს. მით უმეტეს, რომ რუსეთი ამაყობს მეორე მსოფლიო ომში ფაშისტებზე გამარჯვებითა და თავისი იარაღით, კალაშნიკოვის ავტომატიდან დაწყებული, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებით დამთავრებული, მაგრამ სათამაშოების დიდი ნაწილი, რომელიც მაღაზიებში იყიდება, აღმოჩნდა, რომ მაინც უცხოური წარმოების იარაღის მოდელზეა აგებული.

მაღაზების უმრავლესობა სავსეა ჯარისკაცებით, რომლებსაც ამერიკული დროშები და დასავლური იარაღი უჭირავთ ხელში. სათამაშო კალაშნიკოვს კი ვერსად ნახავთ.
რაგოზინს სათამაშოებზე გაცილებით დიდი პრობლემა აქვს. რუსეთის თავდაცვის საწარმოო კომპლექსს პრობლემები აქვს და სახელმწიფო შეკვეთების შესრულებას ვერ ახერხებს. ამის გამო, მედვედევმა, როცა ფრანგული „მისტრალების“ შესყიდვას მოაწერა ხელი, დაიმუქურა კიდეც, რომ კვლავაც იყიდის უცხოურ იარაღს, თუ რუსი მწარმოებლები არმიის საჭიროებას ვერ დააკმაყოფილებენ. ვლადიმერ პუტინმა კი განაცხადა, რომ მზადაა დახარჯოს 665 მილიარდი დოლარი 2020 წლამდე რუსული არმიის მოდერნიზებაზე, რომელიც დაფინანსების სიმცირეს განიცდის, დემორალიზებულია და მოძველებული აღჭურვილობა აქვს.

ამ პრობლემების მიუხედავად, რაგოზინი, რომელიც რუსეთისათვის ამ პრობლემური სფეროს კურატორია, პირველხარისხოვან ამოცანად მაინც „ომობანაში“ ცვლილებების შეტანას აპირებს.

ინიციატივა ენთუზიამით აიტაცა ტამბოვის ქარხანამ, რომელიც თოჯინა „ნევალიაშკებს“ ამზადებს. ქარხანამ თანხმობა გამოთქვა დაამზადოს ჯარისკაცი „ნევალიაშკები“ -  ჯარისკაცები იქანავებენ, მათ შიგნით კი მუსიკალური მექანიზმი აჟღერდება. ქარხანას დამზადებული აქვს ასეთი ჟირინოვსკი, რომელიც ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლოდიერს 50 წლის იუბილეზე აჩუქეს.

თუმცა რაგოზინის ინიციატივას კრიტიკული კომენტარებიც მოყვა:

თავდაცვის საწაროო პროგრამა რეალურად ჩავარდნილია და ახლა სათამაშოებზე გადავედით?

უკვე სათამაშო იარაღის წარმოებაზე გადავედით?

ბავშვები ჩვენი მომავალია, მათ შექმნა, შემოქმედება უნდა ვასწავლოთ, რაგოზინს კი სურს ერთმანეთის ხოცვა ვასწავლოთ. დებილი არ არის?“ - ასეთი გამოხმაურებები მიიღო რაგოზინმა ინტერნეტში, რომელიც ბოლო პერიოდში მისი ინიციატივების გახმოვანების პირველწყაროდ იქცა.

0

ავტორი: