13:33:01     04-02-2012
"გრეჩიხა" შალვა რამიშვილს ემუქრება

შალვა რამიშვილსა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის "შავმა კატამ"გაირბინა. ამ რამდენიმე დღის წინ ბატონმა გაჩეჩილაძემ რამიშვილს ჯერ დაურეკა, ხოლო მოგვიანებით კი, როგორც ამბობენ, თავის სტილში "დაურაზბორკა" კიდეც.
არა და არცთუ შორუელ წარსულში შალვა რამიშვილსა და ლევან გაჩეჩილაძეს ერთმანეთზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ და მეგობრობდნენ კიდეც. ახლა მათ შორის წყალგამყოფი ივანიშვილის ფულია. თუ რა გახდა გაჩეჩილაძის მხრიდან "იგრიკას" მომავალი პროდიუსერისა და ივანიშვილის დაქირავებულ "ტელეპიარშიკზე"გულისწყრომის მიზეზი, სხვადასხვა ვერსია ვრცელდება.
არაოფიციალურად ამბობენ, რომ გაჩეჩილაძეს ყოფილი მეგობრის ბიძინას ბანაკში ფულის გამო გადასკუპება არ მოეწონა. მით უმეტეს, როცა ამ ფულიდან გაჩეჩილაძეს არაფერი ერგო. არა და "მაესტროში" რამიშვილის მიყვანაც გაჩეჩილაძეების დამსახურება იყო. თავად რამიშვილის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით მათი დაპირისპირების მოტივი თითქოსდა უბრალო წვრილმანია:
პ.ს. კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს ბ-ნ ლევან გაჩეჩილაძეს" - ეს სრული ტექსტია რამიშვილის პერსონალური გვერდიდან. თუმცა რამიშვილის გარემოცვაში ამბობენ, რომ სინამდვილეში გაჩეჩილაძე მხოლოდ ამ ზარით არ შემოიფარგლა და გუშინ ამ მესიჯის კედელზე გამოქვეყნებისთანავე რამიშვილს ,,გრეჩიხას`` საერთო ძმაკაცები დაეკონტაქტნენ და შეხვედრა სთხოვეს.
როგორ დასრულდა ,,რაზბორკა`` ძველ პოლიტიკურ მოკავშირეებს შორის, ძნელი სათქმელია. რადგან შალვას გვერდზე ამ პოსტის გამოქვეყნებისთანავე, ,,გრეჩიხისტებმა`` შავი დღე აყარეს და მედროვის ძახილი დაუწყეს, ჯერ სააკაშვილს უთათუნებდი ბეჭებზე ხელს , მერე სხვებს და როცა ციხეში გიკრეს თავი, ჩვენ გედექით მხარშიო..
იმასაც ამბობენ, რომ ლევან გაჩეჩილაძეს ივანიშვილის გარემოცვიდან ზოგიერთი პრივატულად დასცინის კიდეც, პოლიტიკოსია თუ ძველი ბიჭიო?! საით წავა ,,გრეჩიხა``, ჯერ უცნობია, გამორიცხული არაა, რომ კუკავამ დიდი ფულის სანაცვლოდ გაჩეჩილაძე ებრალიძის ახალ პოლიტიკურ ცენტრში გააერთიანოს. იმასაც ამბობენ, რომ საარჩევნოდ ეს ცენტრი ივანიშვილს შეუერთდება და ლევან გაჩეჩილაძესაც ასე შეატყუებენ ,,რესპუბლიკელებს``, ისევე როგორც ბურჯანაძესო.
,,პრესა ჯი`` ორივე დაპირისპირებულ მხარესთან ეცადა კონტაქტს, გაჩეჩილაძე ბოლო დროს აქტიურ პოლიტიკასაც ჩამოშორდა და ჯერჯერობით კონტაქტზე არ გამოდის, ხოლო შალვა რამიშვილი ტელეფონს არ პასუხობდა.