17:12:18     02-02-2012
ივანიშვილმა ლობისტი კომპანიის გადაბირება სცადა

ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, საკუთარი პოლიტიკური გეგმებისთვის თანხას არ იშურებს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფულით ვერც პოლიტიკურ პროცესებს იყიდი და ვერც ლობისტურ კომპანიას. როგორც Foreign Policy იუწყება, ოლიგარქმა სცადა PODESTA GROUP–ის გადაბირება, ორმაგი ჰონორარის სანაცვლოდ, თუმცა უარი მიიღო.
PODESTA GROUP ამ დრომდე, საქართველოს მთავრობის ლობისტური კომპანიაა. ამის გამო სცადა ოლიგარქმა ორმაგი თანხის სანაცვლოდ, მათი გადაბირება.
ცნობილია, რომ ბიზნესმენმა ივანიშვილმა გასული წლის ნოემბერში, უკვე დაიქირავა ერთერთი ლობისტური კომპანია BGR Group, რომელსაც ყოველთვიურად 25 000 დოლარს უხდის.
ამას გარდა, ის ყოველთვიურად 20 000 დოლარს უხდის ლობისტ კონსულტანტს საქართველოში სემ პატენს. გამოცემის ინფორმაციით, პატენი BGR–თან ივანიშვილის სასარგებლოდ თანამშრომლობს, რომლის საფასურად, ყოველთვიურად სოლიდურ გასამრჯელოს იღებს.
ცნობილია, რომ კომპანია, რომელთანაც ივანიშვილის პირადი ლობისტი თანამშრომლობს, ასევე ირაკლი ალასანიას ლობისტური კომპანიაა. ოლიგარქის მიერ გადახდები, ლონდონში მდებარე იურიდიული პირის, BGR-Garbara–ს მეშვეობით ხორციელდება. BGR – Garbara, ივანიშვილის კონსულტანტს ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ თვეში 10 000 დოლარს უხდის.
გამოცემა ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირაკლი ალასანიამ და ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ, ხელი მოაწერეს კონტრაქტს ლობისტურ ფირმასთან „Patton Boggs“. როგორც ჩანს, საკუთარი თავის პიარისთვის ჭორვილელი ბიზნესმენი თანხას არ ზოგავს. თუმცა ფაქტი ერთია, თუკი ივანიშვილს პრეტენზია აქვს საჯარო პირი გახდეს და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს, მას თავად მოუწევს საზოგადოებასთან ურთიერთობა. ხელოვანებთან ვახშამით და ლობისტური კომპანიების მუშაობით რომ ვერაფერს მიაღწევს, ეს თავად ბიზნესმენმა თუ არა, მისი მრჩეველთა საბჭოს წევრებმა იციან.
0