16:32:25     02-02-2012
აფხაზეთში რუსეთის საელჩო დაიხურა

„ლაივპრესის“ სოხუმელი კორესპონდენტის, ამრა ადლეიბას ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საელჩომ ორთვიანი არსებობის შემდეგ, აფხაზეთში მუშაობაზე უარი განაცხადა. სოხუმში, ყოფილი სასტუმროს - „ისიმინის“ შენობაში, გასული წლის დეკემბერში განთავსებული საელჩო გუშინ, 10 საათზე დაიხურა. მისი მუშაობის შეწყვეტის მიზეზებზე, აფხაზეთის მთავრობაში კომენტარებს არ აკეთებენ.
,,ლაივპრესის’’ ინფორმაციით, ამრა ადლეიბას ანონიმურობის დაცვით, სანდო წყარომ შეატყობინა, რომ საელჩოს მუშაობის შეწყვეტა, რუსეთში მარტში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. წყაროს თქმით, თუ პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს გარანტია არ ექნება, რომ აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ხმას მას მისცემენ, საელჩო საბოლოოდ დაიხურება. ამიტომ, სპეციალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა სისრულეში მოიყვანონ ერთიანი ბაზა და დააზუსტონ აფხაზეთის რამდენ მოქალაქეს აქვს რუსეთის ფედერაციის პასპორტი. ამრა ადლეიბას ცნობით, აფხაზეთში რუსეთის ელჩი - სემიონ გრიგორიევი მოსკოვში უკვე გაემგზავრა.
0