14:29:01     01-02-2012
,,ქართული ოცნების’’ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის ქალიშვილი, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

კახეთის სამხარეო პროკურატურამ გურჯაანში, "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის - დავით ნიკოლაშვილის ქალიშვილი, განზრახ მკველობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.
20 წლის სოფო ნიკოლაშვილს პოლიციის თანამშრომლის - გიორგი სიბაშვილის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად და ის ამ წუთებში თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით: "ინციდენტი გუშინ, საღამოს, ქალაქ გურჯაანში მოხდა. სამართალდამცავების ცნობით, სოფო ნიკოლაშვილი შეეცადა გიორგი სიბაშვილისთვის მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა".
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ნიკოლაშვილს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. "პრესა.ჯი" აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
0