რამდენს უხდიან ლობისტურ კომპანიებს ივანიშვილი და ალასანია რამდენს უხდიან ლობისტურ კომპანიებს ივანიშვილი და ალასანია />


  12:08:12     01-02-2012

რამდენს უხდიან ლობისტურ კომპანიებს ივანიშვილი და ალასანია

a14680.jpg

ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმ, ცოტა ხნის წინ, ვაშინგტონში ფართო ლობისტური კამპანია დაიწყო, - წერს ჟურნალისტი ჯოშ როგინი „Foreign Policy“-ის ბლოგზე. მისი თქმით, სწორედ გადახდილი ფულის სანაცვლოდ ანუ რეკლამის საფუძვლებზე დაბეჭდეს  The New York Times და The Washington Post-მა ივანიშვილის მიმართვა ბარაკ ობამასადმი, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის ამერიკაში ყოფნისას გამოქვეყნდა. მიმართვაში ქართველი მილიარდერი ამტკიცებს, რომ ახლა საქართველოში „მმართველობის თითქმის ნეობოლშევიკური სტილი მოქმედებს“ და მოუწოდებს დემოკრატიულ ქვეყნებს, მის ქვეყანაში დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები უზრუნველყონ.

ივანიშვილის ლობისტურ კამპანიასთან დაკავშირებით კი როგინი, ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, თუ რამდენს უხდის ის ამერიკელ ლობისტებს.

ეს არის ფირმა BGR Group, რომელსაც, ნოემბერში ხელმოწერილი კონტრაქტის მიხედვით, თვეში 25 000 დოლარს ურიცხავენ. 20 000 დოლარს კი იღებს თბილისში მომუშავე კონსულტანტი სემ პატენი, რომელიც BGR Group-თან ივანიშვილის სასარგებლოდ თანამშრომლობს. ფულის გადახდა ლონდონში რეგისტრირებული იურიდიული პირის BGR Garbara-ს საშუალებით ხდება.

ლობისტები არა მხოლოდ ივანიშვილზე, არამედ მის პარტნიორებზეც მუშაობენ. მაგალითად, იგივე პატენი BGR Garbara-სგან თანხას ალასანიას სასარგებლოდ მუშაობისთვისაც იღებს, რათა ამერიკელ ჩინოვნიკებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონსულტირება გაუწიოს და ასევე, დაგეგმოს მათთან შეხვედრები.

როგინი კიდევ ერთ კონტრაქტზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც BGR Garbara BGR Group-ს ჰონორარს (მისი ოდენობა უცნობია) ირაკლი ალასანიასა და „თავისუფალი დემოკრატების“ მომსახურებისთვის უხდის.

სტატიის თანახმად, ალასანიამ და ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერეს კონტრაქტს ვაშინგტონის ერთ-ერთ გავლენიან ლობისტურ ფირმასთან Patton Boggs-თან, როგინის ხელთ არსებული ინფორმაციით ივანიშვილის წარმომადგენელი Podesta Group-საც დაუკავშირდა, რომელსაც დაპირდნენ, რომ თუ გუნდს შეცვლიდა, დიდ ჰონორარს მიიღებდა, მაგრამ Podesta-მ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

როგინის ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი თანამშრომლობს კანადელი იურისტის რობერტ ამსტერდამის შვილთან, სემ ამსტერდამთან, რომელიც რუსი ბიზნესმენის მიხეილ ხოდორკოვსკის დამცველი იყო. აქ სტატიის ავტორი იმასაც იხსენებს, რომ თავის დროზე ივანიშვილმა ხოდორკოვსკისთან დაკავშირებით „კრიტიკული“ განცხადება გააკეთა.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის კრიტიკოსები მას წარმოაჩენენ რუსეთის მიერ დაფინანსებულ ოლიგარქად და იქვე აღნიშნავს, რომ ივანიშვილს რუსეთთან არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური კავშირებიც აქვს. მან ქონება 90-იანი წლების რუსეთში დააგროვა და „გაზპრომის“ - ამ ნახევრად მთავრობის მიერ კონტროლირებადი ურჩხულის აქციების 1%  დღემდე ფლობს.“

0

ავტორი: