თეთრი სახლის ოფიციალური განცხადება თეთრი სახლის ოფიციალური განცხადება />


  14:49:10     31-01-2012

თეთრი სახლის ოფიციალური განცხადება

a14663.jpg

საქართველოსა და აშშ–ის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლიც ავრცელებს.  ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მოკლედ არის მიმოხილული ის თემები, რაზეც ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია საქართველოს მიერ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის შესახებ. ხაზგასმულია ბარაკ ობამას ფრაზა, რომელმაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ხელსაყრელ შეთანხმებად შეაფასა.

“რა თქმა უნდა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, თუმცა ეს არის ხელსაყრელი შეთანხმება როგორც საქართველოსთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.  იმის ფონზე, როდესაც ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ საქართველოში ინვესტირების შანსები და საქართველოში ჩვენი ნაწარმი და სერვისი გავყიდოთ, საქართველომ თავისი ნაწარმის გაყიდვა უნდა შეძლოს ჩვენთან.

საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, ვინც გვეხმარება ავღანეთში ოპერაციის ფარგლებში აქტიური მონაწილეა. ამისთვის ისინი მსხვერპლის გაღებასაც არ ერიდებიან” – ნათქვამია განცხადებაში.

0

ავტორი: