ლიტერატურული კონკურსისათვის „საბა“ განაცხადების მიღება დაიწყო, დაჯილდობა ზაფხულში გაიმართება ლიტერატურული კონკურსისათვის „საბა“ განაცხადების მიღება დაიწყო, დაჯილდობა ზაფხულში გაიმართება />


  12:49:16     31-01-2012

ლიტერატურული კონკურსისათვის „საბა“ განაცხადების მიღება დაიწყო, დაჯილდობა ზაფხულში გაიმართება

a14659.jpg

ლიტერატურული კონკურსი „საბა“ უკვე ტრადიციად იქცა საქართველოში, რომელსაც დიდი ინტერესით ელიან ლიტერატურის მოყვარულები. ბოლო ხანს ბევრს ეგონა, რომ ლიტერატურული ცხოვრება საქართველოში არც თუ აქტიურად მიმდინარეობდა. სულ სხვა შედეგი გვაჩვენა ლიტერატურული კონკურსის „საბას“ არსებობამ, - ლიტერატურული სიახლეების შესახებ, სხვადასხვა მიზეზით, ნაკლებად ინფორმირებული ადამიანებისათვისაც აღმოჩნდა, რომ ლიტერატურული ცხოვრება საქართველოში მიძინებული არ არის და იქმნება არა ერთი საინტერესო ნაწარმოები, გამოდის კარგი წიგნები და კრებულები, ითარგმნება უცხოური ლიტერატურა, იწერება ესეები და ა. შ.

თვითონ კონკურსი იქცა ინფორმაციის გავრცელებისა და მკითხველთათვის ლიტერატურული სიახლეების გაცნობის საშუალებადაც, გარდა იმისა, რომ ხდება შემოქმედთა წახალისება.

ამიტომ, ლიტერატურის მოყვარულები და თვითონ შემოქმედნი დიდი ინტერესით ელიან ლიტერატურული კონკურსის „საბას“ გამოცხადებას!..

წელსაც, თიბისი ბანკმა ყოველწლიური ლიტერატურული კონკურს „საბაზე” განაცხადების მიღება დაიწყო. “საბას” რიგით მე-10 დაჯილდოება 2012 წლის ზაფხულში გაიმართება და მასზე მოხდება გასული, 2011 წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების დასახელება. კონკურსის პირველი ეტაპი საკონკურსო წიგნების წარდგენას გულისხმობს, რომლის ვადაც 10 თებერვლამდეა.

ყოველწლიურ ლიტერატურულ პრემია “საბას” დამფუძნებლები არიან თიბისი ბანკი, ტელეკომპანია „რუსთავი-2” და პენ-ცენტრი. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.

პრემიის საორგანიზაციო ჯგუფი მუშაობას უკვე შეუდგა. „საბაზე” წიგნების წარდგენა 10 თებერვალს დასრულდება, რის შემდეგაც მუშაობას შეუდგება 5-კაციანი ჟიური, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაეცნობა და შეაფასებს 2011 წლის ლიტერატურულ პროდუქციას.

2011 წელს გამოცემული წიგნების პრემიაზე წარდგენა შეუძლიათ როგორც გამომცემლობებს, ისე უშუალოდ წიგნის ავტორებს. ლიტერატურული პრემია ”საბა” გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

წლის საუკეთესო რომანი,

წლის საუკეთესო პოეტური კრებული,

წლის საუკეთესო პროზაული კრებული,

წლის საუკეთესო თარგმანი,

წლის საუკეთესო პიესა,

წლის საუკეთესო კრიტიკა,

წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა,

წლის საუკეთესო დებიუტი,

პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიები. საპრემიო ფონდი 40 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს.

ჟიურის შემადგენლობა მუდმივი არ არის. მასში შედიან ის მწერლები და ლიტერატორები, რომელთა ნაწარმოებიც ამ წელს საკონკურსოდ არ განიხილება.

იმ გამომცემლობებმა და ავტორებმა, რომლებმაც 2011 წლის განმავლობაში გამოსცეს წიგნები ზემოთჩამოთვლილი ნომინაცების შესაბამისად, 10 თებერვლამდე უნდა მიაწოდონ პრემიის ორგანიზატორებს შემდეგი ინფორმაცია:

წიგნის სახელწოდება,

ავტორის სახელი, გვარი,

გამომცემლობის სახელწოდება,

ნომინაცია (რომელშიც ხდება წიგნის წარდგენა),

ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია.

აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს ერთ-ერთზე, შემდეგი რეკვიზიტებიდან:
e-mail: [email protected] ფაქსი: 2 772 774, ან წერილობითი სახით მიიტანონ მისამართზე:

თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 7, მე-4 სართული (თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური).

0

ავტორი: