ფილმის, „გოგონა დრაკონის ტატუთი“, ჩვენება აკრძალეს ფილმის, „გოგონა დრაკონის ტატუთი“, ჩვენება აკრძალეს />


  12:35:47     31-01-2012

ფილმის, „გოგონა დრაკონის ტატუთი“, ჩვენება აკრძალეს

a14654.jpg

დღევანდელი დღისათვის, დევიდ ფინჩერის ფილმმა „გოგონა დრაკონის ტატუთი“, მსოფლიო მასშტაბით, 167 მილიონი დოლარის მოგროვება შეძლო. იაპონიაში და ჩინეთში ფილმის პრეზენტაციისათვის ემზადებიან, ხოლო ინდოელი მაყურებელი ფინჩერის აღნიშნულ ნამუშევარს ვერ იხილავს. როგორც პრესისთვის ცნობილი გახდა, რეჟისორს ფილმიდან გარკვეული კადრების ამოჭრა მოსთხოვეს, მან კი უარი განაცხადა.

ინდოეთის ცენზურა ფილმის რამდენიმე ეპიზოდს შეეხო, კერძოდ კი ინტიმურ სცენას რუნი მარისა და დენიელ კრეიგის მონაწილეობით და გაუპატიურების კადრებს.

Sony Pictures-ის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ინდოეთში ფილმის ჩვენება არ შედგება. „ცენზურა არ გვაძლევს საშუალებას ფილმის ორიგინალური ვერსია ვაჩვენოთ, ჩვენ კი ავტორისეული ხედვის შენარჩუნება გვსურს“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

0

ავტორი: