კობა ხაბაზი: ოსები მიხვდნენ, რომ დაპირისპირებით ვერაფერი მიიღეს კობა ხაბაზი: ოსები მიხვდნენ, რომ დაპირისპირებით ვერაფერი მიიღეს />


  11:57:03     31-01-2012

კობა ხაბაზი: ოსები მიხვდნენ, რომ დაპირისპირებით ვერაფერი მიიღეს

a14651.jpg

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებული ალა ჯიოევას ინაუგურაცია, 10 თებერვალს გაიმართება. თუმცა, სად და რა ვითარებაში, ეს გასაიდუმლოებულია. ცხინვალში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რას ფიქრობს ქართული მხარე?  „პრესა.ჯი“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, დეპუტატს – კობა ხაბაზს ესაუბრა:

ჯიოევათვითინაუგურაციისჩატარებას აპირებს, რა პერსპექტივა აქვს მის გეგმებს?

– ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვინ იქნება ე.წ. ლიდერი, ჯიოევა თუ სხვა, ამას ქართული მხარისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს ტერიტორიები, მთლიანად რუსეთის მხრიდან კონტროლირდება. მოსკოვი ცდილობს, ამ ტერიტორიებზე დემოკრატიის იმიჯი შექმნას, მაგრამ მკაცრი ფორმულირებით - ვინც არ უნდა იყოს სეპარატისტთა ლიდერი, ის კრემლის ძალას უნდა წარმოადგენდეს. ეს რეგიონი, ფულის გათეთრების არეალი იყო. აქ, რუსულ კლანებს შორის ინტერესების შეჯახება მოხდა. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ უკეთეს გარემოში ცხოვრების სურვილი და მოთხოვნა ოსებსაც აქვთ. სამწუხაროა, რომ ოსებს გაცნობიერებული არ აქვთ საქართველოში რა ხდება და მათ საქართველოსთან ინტეგრირება რა სიკეთეს მოუტანთ. სამაჩაბლო საქართველოს შემადგენლობაში, რომ დაბრუნდეს, ამ კუთხის აყვავება ქვეყნის პრესტიჟის საქმე იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რეგიონი სამაგალითო იყოს. როგორც აჭარა არის რეგიონებისთვის  მისაბაძი, ასე იქნებოდა სამაჩაბლო აფხაზეთისთვის. ოსები ჩვენს ხედვებს ნაკლებად იცნობენ, მაგრამ ვინც იცის, ის ხმის ამოღებას ვერ ბედავს. 

სამხრეთ ოსეთში, .. საპრეზიდენტო არჩევნები მარტში არის დანიშნული. როგორ ფიქრობთ, კრემლი ჯიოევას მუქარის შესრულების შესაძლებლობას მისცემს?

– ხშირად, მესმის, რომ ე.წ. არჩევნებში რუსეთი დამარცხდა, მაგრამ ვიტყოდი, რომ არათუ მოსკოვი, არამედ კლანები დამარცხდა. ამ ე.წ არჩევნებს რა მნიშვნელობა ჰქონდა?  ორივე კანდიდატი, კრემლის მიერ მართული იყო და რუსეთს იდეალური შანსი ჰქონდა, რომ დაპირისპირების სცენარი გაეთამაშა, რითაც დემოკრატიულ იმიჯს იქმნის. ამ გათამაშებებით კი, რუსეთი ოკუპანტის სტატუსის მოცილებას ცდილობს. ვფიქრობ, რომ ამ თამაშებით, მოსკოვი არათუ დამარცხდა, არამედ, უფრო მოიგო.

ჯიოევა სამოქალაქო ომზე საუბრობს..

– რუსეთისთვის, სამოქალაქო დაპირისპირება და სისხლისღვრა კატეგორიულად მიუღებელია. შეიძლება, მოსკოვი კანდიდატს არ აღიარებდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოვლენების დრამატიზირება არ აწყობს. შიდა დაპირისპირების ხარჯზე, ომის გაჩაღება არ აწყობს,  რადგან ეს კრემლისთვის კატასტროფა იქნება. რუსეთმა, როგორც თავის დროზე, კოკოითს ურჩია, რომ შეთანხმებაზე ხელი მოეწერა, ასე მოიქცევა ახლაც. მოსკოვი შეეცდება ჯიოევასთან ურთიერთობა დაალაგოს და მას ე.წ. პრეზიდენტის სტატუსი მისცეს.

იმ ფონზე, როდესაც, მოსკოვში საპროტესტო გამოსვლები იმართება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კრემლი რამდენად აქტიურ პოლიტიკას გაატარებს და გააგრძელებს თუ არა ისევ თანხების გადარიცხვას

– მოსკოვში მოვლენები როგორ განვითარდება, ამაზე ბევრია დამოკიდებული, რადგან რუსეთში არეულობა ყოველთვის რუსეთის დაშლას იწვევდა. ისტორიის მიხედვით, ცნობილია, რომ მეფის რუსეთში დაწყებული არეულობა რუსეთის დაშლით დასრულდა, ასე მოხდა საბჭოთა კავშირშიც. ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველა იმპერიას დასასრული აქვს. ეს მოვლენები კი, თუ დაიწყო ოკუპირებული ტერიტორიებისთვის არავის ეცლება, მაგრამ თუ პროცესები ჩაახშვეს, მაშინ, დაფინანსებას გააგრძელებს. მოსკოვი გარკვეულ თანხებს კლანების მფარველებს აძლევს, რომ იარსებონ და ფული გაათეთრონ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რა ინფორმაციას ფლობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით?  

– სოხუმსა და სამაჩაბლოში არსებული სიტუაცია ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავდება, რადგან სამაჩაბლოში ომი 2008 წელს იყო.  ქართველებთან დაკავშირებით, შეფასებები არაერთგვაროვანია, კერძოდ, ის ტალღა, რომელსაც სინანული ჰქვია, რითაც განხეთქილებამდე პროცესები მიიყვანეს, მზარდია. ოსები მიხვდნენ, რომ დაპირისპირებით ვერაფერი მიიღეს, გარდა იმისა, რომ ნაურუმ აღიარა. საარჩევნოდ, აცხადებდნენ, ჩვენი დამოუკიდებლობა რომც აღიარონ, ქვეყანა თავზე დაგვენგრევაო, იმიტომ, რომ ეს რეგიონი, რუსული კლანური მეთოდით იმართება. 

0

ავტორი: