პენტაგონის ხელმძღვანელი ირანს კიდევ ერთხელ აფრთხილებს პენტაგონის ხელმძღვანელი ირანს კიდევ ერთხელ აფრთხილებს />


  11:02:33     30-01-2012

პენტაგონის ხელმძღვანელი ირანს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

a14625.jpg

საკუთარი ატომური ბომბის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ტექნიკურად, ირანი ამის განხორციელებას, ერთი წლის განმავლობაში შეძლებს – ასეთი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, ლეონ პანეტამ, ტელეარხ „ეი–ბი–სისათვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

პენტაგონის შეფის განმარტებით, ირანს ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ მსგავსი ნაბიჯის შემთხვევაში, ეს გახდება წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთასაც ვაშინგტონი ისლამურ რესპუბლიკას არ აპატიებს. პანეტას თქმით, ანალოგიური მოსაზრება გააჩნია ამ საკითხზე ისრაელსაც, რომელიც ირანის ბირთვულ სახელმწიფოდ გადაქცევის კატეგორიული წინააღმდეგია.  

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვაშინგტონი გადადგამს სხვადასხვა სახის ნაბიჯებს, რათა არ მისცეს ირანს საკუთარი ატომური ბომბის შექმნის საშუალება და თუ აშშ მიიღებს ცნობას იმის შესახებ, რომ ირანის ახლოსაა ამ მიზანთან, ყველა ღონისძიებით შეეცდება, შეაჩეროს ის. ლეონ პანეტა განმარტავს, რომ ამ ღონისძიებებში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, თეირანის წინააღმდეგ სამხედრო ღონისძიებებიც იგულისხმება.   

0

ავტორი: