პიცა კვერცხით პიცა კვერცხით />


  07:10:54     30-01-2012

პიცა კვერცხით

a14610.jpg

მასალა 1კგ ცომისთვის:

    700გ ხორბლის ფქვილი

    200მლ წყალი

    100მლ ზეთი

    20გ საფუარი

    1,5 ჩ.კ. მარილი

სხვა მასალა:

    5 თავი ხახვი

    50გ ნაღების კარაქი

    4 ცალი მოხარშული კვერცხი

    75გ არაჟანი

    50გ გახეხილი ყველი

    10 ცალი ზეთისხილი სურვილისამებრ

    2-3 ცალი პამიდორი ან ტომატის პასტა

    გემოვნებით – პილპილი და მარილი

ფქვილით, თბილ წყალში გახსნილი საფუარით, მარილითა და ზეთით მოზილეთ ცომი. გადააფარეთ ტილო და დადგით თბილ ადგილას 1-2 საათით. როცა ცომი აფუვდება, შეაზილეთ ცოტაოდენი ფქვილიც (ცომი უნდა იყოს რბილი და ხელზე არ უნდა გეკვრებოდეთ).

დაკეპილი ხახვი კარაქში მოდაღეთ, მოაყარეთ პილპილი და მარილი. გრძლად დაჭრილი კვერცხი და გახეხილი ყველი ფრთხილად აურიეთ არაჟანში. 300 გრამი ცომი გააბრტყელეთ და დადეთ ტაფაზე. ცომის დარჩენილი მასა გადაინახეთ შემდეგი პორციის გამოსაცხობად. ტაფაზე გაბრტყელებულ ცომზე გადაანაწილეთ დაჭრილი ხახვი, შემდეგ არაჟნიანი მასა და გააჩერეთ 15 წუთით. მასზე ქულებად გადაანაწილეთ ტომატის პასტა ან რგოლებად დაჭრილი პამიდორი. ასევე ზეთისხილის 10 ნაყოფიც სურვილისამებრ. პიცა შედგით წინასწარ გაცხელებულ ქურაში და აცხვეთ მომზადებამდე, საშუალოდ 30 წუთის განმავლობაში.

0

ავტორი: