ბინ ლადენის ლიკვიდაციაში ამერიკელებს პაკისტანელი ექიმი დაეხმარა ბინ ლადენის ლიკვიდაციაში ამერიკელებს პაკისტანელი ექიმი დაეხმარა />


  15:14:27     29-01-2012

ბინ ლადენის ლიკვიდაციაში ამერიკელებს პაკისტანელი ექიმი დაეხმარა

a14609.jpg

„ნომერ პირველ ტერორისტად“ წოდებული უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციაში დახმარება ამერიკელებს პაკისტანელმა ექიმმა გაუწია, რომელიც აშშ-ის სპეცსამსახურებზე მუშაობდა - განაცხადა ტელეკომპანია CBS News-ის ეთერში პენტაგონის ხელმძღვანელმა ლეონ პანეტამ.

გადაცემაში „60 წუთი“ პანეტამ განაცხადა, რომ პაკისტანელი ექიმი შიკალ აფრიდი, თანამშრომლობდა რა ცენტრალურ სადაზვერვო განყოფილებასთან, ბინ ლადენის ადგილსამყოფელის დადგენას ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში ცდილობდა. მოგვიანებით აფრიდი პაკისტანის სპეცსამსახურმა ქვეყნის საწინააღმდეგოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს.

„ძალიან ვწუხვარ, რაც პაკისტანელებმა გაუკეთეს ამ ადამიანს, რომელიც სადაზვერვო მონაცემების მოგროვებაში დახმარებას გვიწევდა და ეს მონაცემები ძალიან სასარგებლო იყო ამ ოპერაციისთვის“ - განაცხადა პანეტამ.

მისი თქმით, პაკისტანის ხელისუფლების ქმედებები აფრიდის მიმართ მცდარი ნაბიჯი იყო და ექიმი არ არის ქვეყნის მოღალატე, რადგანაც ორივე ქვეყანა - პაკისტანიცა და აშშ-ც ტერორიზმის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, რაშიც ექიმი აფრიდის დახმარება უარყოფთად არ უნდა იყოს შეფასებული.

ამასთან, პენტაგონის შეფმა თავისი პირადი მოსაზრება გამოხატა იმის თაობაზე, რომ პაკისტანის ხელისუფლების გარკვეულმა წარმომადგენლებმა, შესაძლოა, იცოდნენ, სად იმალებოდა ბინ ლადენი.

სახლი, სადაც ტერორისტი ბოლო პერიოდში ცხოვრობდა, მაღალი ღობით იყო შემოსაზღვრული და მის თავზე პაკისტანის ვერტმფრენები დაფრინავდნენ. პანეტამ არც ის გამორიცხა, რომ თუკი ამერიკის ხელისუფლება დაგეგმილი ოპერაციის შესახებ პაკისტანს საქმის კურსში ჩააყენებდა, თავის მხრივ, შესაძლოა, ამის შესახებ ვინმეს ბინ ლადენისთვის შეეტყობინებინა და გაეფრთხილებინა.

ტელეწამყვანის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა თავდაცვის მინისტრს ინფორმაცია, რომ პაკისტანის ხელისუფლებამ იცოდა, თუ სად იმალებოდა ტერორისტი, პანეტამ უპასუხა, - „არა“.

„მე არ მაქვს არანაიარი უდაო დადასტურება, ამიტომ ვერ დავიწყებ ამ ფაქტის მტკიცებას. თუმცა, ჩემი აზრით, ვიღაცამ, სადღაც, ეს, ალბათ, იცოდა“ - განაცხადა პენტაგონის შეფმა.

უსამა ბინ ლადენი ამერიკულმა სპეცრაზმმა 2011 წლის 2 მაისს პაკისტანის დედაქალაქთან ახლოს, ერთ-ერთ რაიონში გაანადგურეს. პაკისტანის ხელიუფლებამ, რომელიც თავიდან მიესალმა ჩატარებულ ოპერაციას, მოგვიანებით, აღშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკელმა სამხედროებმა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არასანქცირებული სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს.

ტელეკომპანია CBS News-ის გადაცემა „60 წუთის“ სრული ვერსია ლეონ პანეტას მონაწილეობით ეთერში კვირას გავა და ის ამერიკის სამხედრო ბიუჯეტსა და ირანის თემას შეეხება.

0

ავტორი: