რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ 282 ინდივიდუალურ საჩივარზე, საქართველოს ხელისუფლება მხარედ ჩართვას ითხოვს რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ 282 ინდივიდუალურ საჩივარზე, საქართველოს ხელისუფლება მხარედ ჩართვას ითხოვს />


  20:33:12     28-01-2012

რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ 282 ინდივიდუალურ საჩივარზე, საქართველოს ხელისუფლება მხარედ ჩართვას ითხოვს

a14608.jpg

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, საქართველოს მთავრობამ, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულთა საქმეებზე მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა. აღნიშნულის შესახებ ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლს” ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან აცნობეს.

,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენელთა განცხადებით, ევროსასამართლოდან 282 დაზარალებულის საქმეზე მიიღო შეტყობინება, ეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთის მხრიდან განსაკუთრებული სისასტიკის მსხვერპლნი გახდნენ. ყოველივე ამის გამო, ევროსასამართლოში გაგზავნილ საქმეთა უმეტესობაში დაზარალებულები ასაჩივრებენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას: სიცოცხლის უფლება (ევროკონვენციის მე-2 მუხლი), წამება და არაადამიანური მოპყრობა (მე-3 მუხლი), მონობა და იძულებითი შრომა (მე-4 მუხლი), თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება/თავისუფლების უკანონო აღკვეთა (მე-5 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება (მე-8 მუხლი), სამართლიანი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვა (მე-14 მუხლი), საკუთრების უფლება (1 დამატებითი ოქმის 1 მუხლი).

დაზარალებულები ითხოვენ, ევროსასამართლომ რუსეთის მხრიდან დარღვეულად სცნოს ევროკონვენციის ზემოთხსენებული მუხლები და დააკისროს რუსეთის ფედერაციას, აუნაზღაუროს მათ მიყენებული მატერიალური ზარალი და მორალური ზიანი.

,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” იმედოვნებს, რომ თუ ევროსასამართლო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მხარის მესამე პირად ჩართვის შესახებ, ეს გავლენას მოახდენს საქართველოს მოქალაქეების მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილი მსგავსი საჩივრების დადებით გადაწყვეტაზე.

საქართველოს სახელმწიფოს განაცხადი (II) (განაცხადი №32863/08), 2008 წლის აგვისტოში, საომარი მოქმედებებისა და შემდგომი ოკუპაციის დროს, უშუალოდ რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და მარიონეტული რეჟიმის შეიარაღებული ფორმირებების წევრების მიერ, რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე ჩადენილ კონვენციის დარღვევებთან დაკავშირებით, ევროპულმა სასამართლომ დაშვებულად გასულ წელს გამოაცხადა.

0

ავტორი: