12:34:37     28-01-2012
სალათა ხორცითა და ბოსტნეულით
მასალა:
300 გრ ძროხის ხორცი
50 გრ კიბორჩხალას ჩხირები
300 გრ კარტოფილი
100 გრ კიტრი
100 გრ მწვანე სალათა
3 კვერცხი
20 გრ ცხარე კეტჩუპი
150 გრ მაიონეზი
პილიპილი, მარილი გემოვნებით
ხორცი მოვხარშოთ მარილიან წყალში. შემდეგ ამოვიღოთ, შევწვათ ტაფაზე და დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად. კიბორჩხალას ჩხირები დავჭრათ პატარა ნაჭრებად – კიტრი კუბიკებად. მწვანე სალათა დავკეპოთ. კვერცხი მოვხარშოთ და წვრილად დავჭრათ. კარტოფილი მოვხარშოთ, გავაცალოთ კანი და დავჭრათ კუბიკებად. პროდუქტები ერთმანეთს შევურიოთ, დავუმატოთ მარილი, პილპილი, დავასხათ მაიონეზი, კეტჩუპი, ავურიოთ და მოვრთოთ სალათის ფოთლებით.
0