12:34:01     28-01-2012
სავოიარდი (ლედის თითები)
მასალა:
4 კვერცხი
2/3 ჭიქა შაქარი
1 ჩაის კოვზი ვანილი ექსტრაქტი
1/8 ჩაის კოვზი მარილი
3/4 ჭიქა ფქვილი
გააცხელეთ ღუმელი 190(C) გრადუსზე. საცხობი ფირფიტა დაფარეთ პერგამენტის ქაღალდით.
კვერცხის გულები განაცალკევეთ ცილისაგან, შეურიეთ შაქრის ნახევარი და ვანილი მთლიანად. თქვიფეთ კარგად ღია შეფერილობის მიღებამდე, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.
ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხის ცილები ჰაეროვანი მასის მიღებამდე. თქვეფის პროცესში ნელ-ნელა ჩაუმატეთ მარილი და შაქრის დარჩენილი ნახევარი. აღნიშნული ნარევი ფრთხილად შეურიეთ გოგლიმოგლს. მიღებულ მასაზე მოაფრქვიეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
საცხობ ფირფიტაზე ცომი დაალაგეთ თითისებური ფორმებით და აცხვეთ ნამცხვარი 190 გრადუსზე ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ, დაალაგეთ თეფშზე და აცალეთ გაგრილება. სურვილისამებრ მოაყარეთ შაქრის პუდრა და მიირთვით, ან გამოიყენეთ უგემრიელესი ტირამისუს მოსამზადებლად.
0