ირაკლი ფოთოლაშვილის მკვლელობის ბრალდებით 18 წლის ანდრო გელოვანი დააკავეს ირაკლი ფოთოლაშვილის მკვლელობის ბრალდებით 18 წლის ანდრო გელოვანი დააკავეს />


  13:26:15     27-01-2012

ირაკლი ფოთოლაშვილის მკვლელობის ბრალდებით 18 წლის ანდრო გელოვანი დააკავეს

a14582.jpg

შს სამინისტროს განცხადება

ქ. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს მკვლელობისთვის ბრალდებული, 1993 წ.დ. ანდრო არჩილის ძე გელოვანი.

ბრალდებულმა, ანდრო გელოვანმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში დაჭრა 1993 წ.დ.  ირაკლი მამუკას ძე ფოთოლაშვილი, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციის მიერ ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად შემთხვევის ადგილზე დააკავეს აღნიშნულ მკვლელობაში ბრალდებული ანდრო გელოვანი. დაკავებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108, 336 მუხლებით.

გამოძიებას აწარმოებს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო.

0

ავტორი: