კუპატი კუპატი />


  11:43:15     26-01-2012

კუპატი

a14550.jpg

მასალა:

    ძროხის/ღორის ხორცი ან მათი ნარევი-4 კილოგრამი

    ხახვი-5-6 თავი

    ქონი-200 გრამ

    ნაწლავი-საჭირო რაოდნობის

    პილპილი-20-25 მარცვალი

    კოწახური, მარილი-გემოვნებით

ავიღოთ გარეცხილი მსუქანი ძროხის ხორცის ან ღორის ხორცის  რბილი ნაჭერი, ან მათი ნარევი და ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაკეპილი ხორცი შევაზავოთ მარილით, დანაყილი პილპილით, კოწახურით,კარგად დავზილოთ, თან ცოთა-ცოტა ხორცის ბულიონი დავასხათ, რომ ხორცი ნაზი იყოს. ავიღოთ საქონლის გამხმარი ნაწლავი, კარგად გავრეცხოთ და დავალბოთ თბილ წყალში 10-15 წუთი.განიერძირიანი ძაბრი წამოვაცვათ ნაწლავებს და შეზავებული დაკეპილი  ხორცით გავტენოთ (30 სანტიმეტრი სიგრძით). თითოეული კუპატის თავი და ბოლო შევაერთოთ, ძაფებით შევკრათ და დავკიდოთ შესანახად. როცა დაგვჭირდება შევწვათ ტაფაზე და სუფრაზე მივიტანოთ.

0

ავტორი: