სალათა “ცეზარი” სალათა “ცეზარი” />


  11:40:20     26-01-2012

სალათა “ცეზარი”

a14549.jpg

მასალა:

    2 ნაჭერი პური

    200 გრ. მწვანე სალათის ფოთლები

    2 ს.კ. გახეხილი ყველი

    2 კვერცხის გული

    1 კბილი ნიორი

    4 ს.კ. ზეთი

    1 ს.კ. ლიმონის წვენი

    კამა,პილპილი და მარილი გემოვნებით

სალათის ფოთლები დაკეპეთ და დაუმატეთ გახეხილი ყველი, მარილი, ლიმონის წვენი და ორი სუფრის კოვზი ზეთი.

პური დაჭერით პატარა კუბიკებად და შეწვით დაჭრილ ნიორთან ერთად დარჩენილ ზეთში დაბალ ცეცხლზე.

შემწვარი პურის ნაჭრები გადმოიღეთ და მაშინვე დაასხით ათქვეფილი კვერცხის გული, კარგად აურიეთ და გააცივეთ.

ერთმანეთს შეურიეთ ყველა მომზადებული კომპონენტი და გააფორმეთ მწვანილით.

0

ავტორი: