10:56:53     26-01-2012
ივანიშვილის პოლიტიკურ შეცდომებზე უცხოელი ჟურნალისტებიც მიუთითებენ

,,The Jamestown Foundation’’–ში ვლადიმერ სოკორი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სვლებს მიმოიხილავს. მის სტატიაში ხაზგასმულია, რომ ივანიშვილი პარტიას ძველი და ურეიტინგო კადრებით აკომპლექტებს, რომლებსაც არა თუ საზოგადოება, თავადაც არ ენდობა.
,,ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებას ცდილობს, საპარლამენტო არჩევნების წინ თავისი საკუთარი მოძრაობისთვის – ,,ქართული ოცნება” პოლიტიკურ მოკავშირეებს აგროვებს. ახალბედა პოლიტიკოსმა, იმით დაიწყო, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის უამრავი ფრაქცია უსარგებლოდ გამოაცხადა’’ – წერს სოკორი.
ავტორი მიიჩნევს, რომ ,,ჯერჯერობით ივანიშვილის მოკავშირეები არც ახალი პოლიტიკური ფიგურები არიან და არც თვითკმარი პარტიები. ისინი წარმოადგენენ პატარა ჯგუფებს, რომელთაც სათავეში უდგანან ვეტერანი პოლიტიკოსები და რომელთა მომავალიც ივანიშვილის დაფინანსებაზეა დამოკიდებული. და ისიც, როგორც ჩანს, მათ შესაბამისად ეპყრობა. მას ჯერ საჯაროდ მათთვის, ფორმალურად მაინც, პატივი არ მიუგია, არასდროს გაუზიარება პალტფორმა და არ მოხვედრილა მათთან ერთად ყურადღების ცენტრში. ის არც რჩევას იღებს ყველაზე გამოცდილი ადამიანებისგან, იმათგან, ვისაც შეეძლო გადაერჩინა ივანიშვილი შეცდომებისგან, რომლებსაც ის რეგულარულად უშვებს.
ის ფაქტიც, რომ ივანიშვილის ოჯახმა გადაწყვიტა ,,ქართული ოცნების” ლიდერის როლი ბიძინა ივანიშვილისგან მისი მეუღლისთვის, ეკატერინესთვის გადაეცა (,,ქართველი მილიარდერი მოძრაობის ლიდერად ცოლს ნიშნავს, ხოლო პარლამენტი ფინანსური დაცვა შემოაქვს”, EDM, 24 იანვარი), ასევე იმაზე მიუთითებს, რომ მოძრაობის მოკავშირეებს დიდად ანგარიშს არ უწევენ. მათ შორის არის, ოთხი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ახლა უკვე გამოცდილი დიპლომატი თედო ჯაფარიძეც შეუერთდა’’.
სოკორი მიიჩნევს, რომ ,,რესპუბლიკური პარტია’’, რომელსაც სათავეში ძმები ბერძენიშვილები და მეუღლეების – უსუფაშვილი-ხიდაშელის გუნდი უდგას, მიუხედავად იმისა, რომ 90–იანი წლებიდან ქართულ პოლიტიკაში არიან, სამთავრობო და ადმინისტრაციული გამოცდილება არ გააჩნიათ. სოკორის აზრით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ძლივს გამოვიდნენ NGO–ს გარემოდან.
ავტორი ასევე ეხება ბოლო გამოკითხვას, რომელიც ივანიშვილის მიერ დაფინანსებული საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარდა. აღნიშნული გამოკითხვის შედეგებით, ალასანიას პარტიას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამოკითხულთა მხოლოდ 1.5 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო ,,რესპუბლიკელებს’’ – 1 პროცენტზე ნაკლები. ვლადიმერ სოკორის სტატიის ქართულ ვერსიას ,,The Jamestown Foundation’’–ში ,,Foreignpress’’ ავრცელებს.
0