რა მიზეზით შეუწყვიტა ივანიშვილმა რეზო ამაშუკელს დაფინანსება... რა მიზეზით შეუწყვიტა ივანიშვილმა რეზო ამაშუკელს დაფინანსება... />


  17:19:05     25-01-2012

რა მიზეზით შეუწყვიტა ივანიშვილმა რეზო ამაშუკელს დაფინანსება...

a14536.jpg

ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ქართული ელიტსაზოგადოების დაფინანსებას განაგრძობს.  ოლიგარქმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნებაც“ დააფუძნა, რომელშიც ქართველი ხელოვანები, მწერლები, რეჟისორები და მსახიობები   წევრიანდებიან. ბიძინა ივანიშვილისადმი, ბევრმა ღიად გამოთქვა მხარდაჭერა, ზოგიც თავს იკავებს, თუმცა მწერალი რეზო ამაშუკელი არ აპირებს არცერთ ორგანიზაციაში გაწევრიანებას. მწერალმა თავიდანვე განაცხადა, რომ ის „თავისთვის“ არის და არსად გაწევრიანებას არ აპირებს.

ჩვენ ვცადეთ მწერალთან ინტერვიუს ჩაწერა, თუმცა კატეგორიული უარი განაცხადა. გვითხრა, რომ არაფრის შეფასება არ სურს და არც მათზე საუბარი, ვინც ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა გუნდში ირიცხება. თუმცა ოლიგარქისგან დისტანცირებულ მწერალზე ერთი საინტერესო ფაქტი შევიტყვეთ. მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, რეზო ამაშუკელს დაფინანსება, რომელსაც ის ქველმოქმედისგან იღებდა, შეუწყდა.

„ორი წლის განმავლობაში ვიღებდი 1500 ლარს.  ზუსტად არ მახსოვს როდის დამთავრდა დაფინანსება. დაახლოებით 2– 3 თვის წინ. ახლა შეჩერებულია ჩემი დახმარება, მაგრამ როგორც ვიცი, მიდის საუბარი აღდგენაზე“–აცხადებს მწერალი. 

–  თუ გაარკვიეთ მიზეზი, რატომ შეგიწყდათ ქველმოქმედის მხრიდან დახმარება?

– არ მინდა საუბარი არც დახმარებაზე, არც ზოგადად პოლიტიკაზე და არც ივანიშვილის გეგმებზე. არსად  ვარ გაწევრიანებული. არც მის „ქართულ ოცნებაში“.  ვერ გავაკრიტიკებ ვერავის. უბრალოდ, ვინც მე  შეურაცხყოფას მომაყენებს, მიიღებს ათმაგს. თავს არ დავუხრი არავის.

– ვინ მოგაყენათ შეურაცხყოფა?

– ვერ გეტყვით ვერაფერს. არ არის თქვენი საქმე და არც უნდა  გაინტერესებდეთ.

0

ავტორი: