ივანიშვილის ოჯახური დიქტატურა ივანიშვილის ოჯახური დიქტატურა />


  14:54:54     25-01-2012

ივანიშვილის ოჯახური დიქტატურა

a14533.jpg

ეკა ხვედელიძე ივანიშვილების სამზარეულოდან  დიდ პოლიტიკაში გამოდის: ცოლი ეკა, რეპერი ბერა,  შვილი უტა, ქირომანტიით გატაცებული ქალიშვილი, მებაღე, დაცვის უფროსი და ა.შ. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ შემადგენლობიდან, რომელიც  „წმინდა ბიძინა მდიდარის“  დაპირებულ უმრავლესობაში მოსვლას აპირებს.

პოლიტიკურ წრეებში უკვე იმასაც ხუმრობენ, პინგვინები ადამიანები არ არიან, თორემ ივანიშვილის „ქართულ ოცნების“ საარჩევნო სიაში ისინიც მოხვდებოდნენო.

„პრესა ჯი“-ს ინფორმაციით კი ივანიშვილს ლექსების მარტო დაზეპირება კი არა (მჭადის სახელი რომ არ დაავიწყდეს), წერაც დაუწყია. „რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონიო“ - „ნაფტალინიდან“ ამოღებული ვაჟა ლორთქიფანიძე, თევზაძე-ყარყარაშვილი, ვალერი კვარაცხელია და სხვა „საბჭოელები“  „შევარდნილან“ შუშის სასახლეში. მათ გამოჩენაზე დიდი ბელადი ლევან ბერძენიშვილს დაუცვია, „ახალი ფროიდი იბადება.... სუუ, ჩუმადო!“

ვიდრე ბელადი ლექსებს წერს,  შუშის სასახლეში გაშლილ სუფრებს გურანდა გაბუნია და ქეთი დოლიძე უსხედან, ექსპერტები და პოლიტიკური ანალიტიკოსები ივანიშვილის მინუსებში მიმავალ რეიტინგსა და შეცდომებზე საუბრობენ. „პრესა ჯი“-ს ესაუბრება  კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“  ერთ-ერთი წევრ-ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ქეთა გაბიანი.

- როგორ შეაფასებდით ეკა ხვედელიძის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას. რამდენად ხელეწიფება მას რეალურად  განახორციელოს  პოლიტიკური დაპირებები, რაც ჯერჯერობით მხოლოდ ამბიციური განაცხადებით შემოიფარგლება? აქამდე მას საზოგადოება მხოლოდ ივანიშვილის  სამზარეულოდან იცნობდა..

- მე ყოველთვის მივესალმები ქალების წამოწევას პოლიტიკურ ასპარეზზე. როგორც ორი ქალიშვილის დედა ვემხრობი, თუ ისინი შეძლებენ იმას, რომ გამოვლენ ქმრების ჩრდილიდან. ეს ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ქალბატონის  არცერთი განცხადებიდან მე არ დამინახავს სურვილი, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს. მე უფრო ვფიქრობ, რომ ეს ქალი ქმრის პოლიტიკის იარაღია.  მისი ინდივიდიალური პოლიტიკური დამოუკიდებელი ქმედება ჯერ საზოგადოებას არ უნახავს და არც მისი საკუთარი ხედვაა ცნობილი.

- თქვენი აზრით, ივანიშვილის სტილია მისივე ოჯახის წევრების შირმად გამოყენება? მათ შორის მცირეწლოვანი და პოლიტიკურად და ასაკობრივად უმწიფარი შვილებისაც კი..

- არა მარტო ბერა, არამედ ყველაზე პატარა ბავშვისაც კი. მე არ ვიცი, როგორ უყურებენ ივანიშვილები საკუთარი შვილების პიროვნულად ჩამოყალიბებას და მათ ინდივიდუალიზმს, მაგრამ ბავშვების  პოლიტიკურ კამპანიაში ასე გამოყენება, არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება. მე  პირადად ასე ჩემს შვილებს არ მოვექცეოდი. თუმცა ეს მათი არჩევანია, როგორ მოექცევიან თავის შვილებს. მაგრამ ამ ასაკში ბავშვებზე ასეთი ზეწოლა და პიარ-ტექნოლოგიად გამოყენება, ცოტა არ იყოს, მიუღებელია პირადად ჩემთვის.

- ქალბატონო ქეთა, ივანიშვილის გარშემო ჩვენ ვხედავთ ნაფტალინიდანამოღებულ პოლიტიკოსებს და თან პროდასავლურობის იმიჯისთვის ალასანიასა და რესპუბლიკელებს“... ივანიშვილი ამით საზოგადოებას ატყუებს?

- ივანიშვილის ეს ქმედებები დიდ  ნიჰილიზმს იწვევს იმ ხალხშიაც კი, რომლებიც ასე ვთქვათ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხელისუფლებას აკრიტიკებენ.

ეს იმ კატეგორიაზე გესაუბრებით, რომლებიც მუდმივად დაბოღმილები არიან გარესამყაროზეც და რომლებიც თავის დროზე სწორედ „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ ქაოტურად ამ ხელისუფლებას უჭერდნენ მხარს რაღაც მიმბაძველობის თუ ჩამოუყალიბებლობის გამო. რომ ჰკითხოთ, ვერ გეტყვიან, რატომ არ მოსწონთ ეს ხელისუფლება. მათ შორის ბევრი თბილად და ტკბილად ცხოვრობს, მაგრამ „მოდად აქვთ“, რომ ილანძღონ ხელისუფლების მისამართით. თვით ამ ხალხშიც კი, რომლებმაც ტაშის გრიალით მიიღეს „დიდი ეზოთერიკოსის“ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა, დიდი პესიმიზმი გააჩინა ამ „ნაფტალინწაყრილი„ პოლიტიკოსების გამოვლინებამ ივანიშვილის გვერდით. „მხსნელი, დიდი ეზოთერიკი“ ბიძინა ისეთ გარემოცვაშია, რომ არა მგონია,  „მესიამ“ იმედები გაგვიმართლოსო.

- თქვენ დაგავიწყდათ  გულმხურვალე მხარდამჭერების კასტა“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა...

- მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილი ძირითადად ისეთ ხალხს აფინანსებდა, რომელთაც დიდად  არ უჭირდათ, ისედაც მაღალ-მაღალი ხელფასები ჰქონდათ. რეალურად ვისაც უჭირდა, მათ უძნელდებოდათ ბიძინას რეზიდენციამდე  მიღწევა და რაიმეს მიღება.  მეღვინეთუხუცესების, გაბუნიებისა და სხვა  ცნობადი სახეების დაფინანსება, დარწმუნებული ვარ,  იყო წინასწარ განსაზღვრული კამპანიის ნაწილი, რომ შემდგომ  დიდი პოლიტიკური  ბელადის მადიდებელი სადღეგრძელოები შეესვა ამ ხალხს და დითირამბები მიეძღვნა. 

მეტსაც გეტყვით, ივანიშვილს ჰყავს დაქირავებული ჯგუფები ინტერნეტში. როგორც ამბობენ, სოლიდურად ასაჩუქრებს. ისინი ბიძინას კრიტიკის შემთხვევაში არა მხოლოდ იგინებიან, არამედ პირადად ჩემი მისამართით მუქარებიც გამოხატეს  საგანგებოდ შექმნილი ფან-კლუბის დაქირავებულმა წევრებმა. ზოგი ცნობადი სახეცაა, ზოგიც - ანონიმური. ყველა ეს მასალა ჩემთან ინახება.

ერთხანს ბატონ ივანიშვილს, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, აკვიატებული იდეა ჰქონდა, რომ  თბილისში აეშენებინა უნივერსიტეტის შენობა, რამდენიმე მილიონზეც იყო საუბარი,  ჩამოეყვანა ცნობილი  არქიტექტორი და ა.შ. არ ვიცი, რატომ არ მოსწონდა ბიზნესმენს უკვე არსებული უნივერსიტეტი, მაგრამ მას აუხსნეს, რომ  უკვე  არსებობდა თბილისში უნივერსიტეტის შენობა  და თუ კი ასე ძალიან სურდა დახმარება, შეეძლო ქველმოქმედება გაეწია სტუდენტებისთვის, რომლებსაც სწავლის მაგისტრატურაში გაგრძელების საშუალება არ ჰქონდათ ან დაეფინანსებინა მათი სწავლა საზღვარგარეთ, თუმცა ივანიშვილმა ამაზე უარი თქვა. მას სწყენია და შენობას რაკი არ მაშენებინებთ, საერთოდ უარს ვიტყვიო.

ზოგადად იმდენად არაადეკვატურია ბატონი ივანიშვილი, რომ მალე ის ევროპას კი არა, თავისი  ქმედებებით საქართველოსაც გააოცებს. ძირითადში აქამდე  მხოლოდ ერთი ნიშნით გვაოცებს: ივაჭროს ღიად და ფულით, იყიდოს ბითუმად მედია და უპერსპექტივო პოლიტიკური ძალები.

ფული კადაფსაც ბევრი ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკური პროცესების წარმართვისთვის ეს საკმარისი არაა. ქართველი ხალხი რომ ფულზე არ იყიდება, მით უმეტეს, რუსეთში საეჭვოდ ნაშოვნ ფულზე, ამას თავად ივანიშვილი მალე დაინახავს.  

- როგორც ამბობენ, პოლიტიკის პარალელურად, ივანიშვილს ლექსების წერაც დაუწყია..

- ეჭვი არ მეპარება, დაიწყებდა. მეტსაც გეტყვით, ისეთი სიმპტომებია მისი მხრიდან, საკუთარ ბიბლიასაც დაწერს მალე.     
0

ავტორი: