რჩეული ლიდერების რეიტინგით უკმაყოფილო ოლიგარქი, პარტიაში „ფორუმელებს“ იხმობს რჩეული ლიდერების რეიტინგით უკმაყოფილო ოლიგარქი, პარტიაში „ფორუმელებს“ იხმობს />


  12:42:36     25-01-2012

რჩეული ლიდერების რეიტინგით უკმაყოფილო ოლიგარქი, პარტიაში „ფორუმელებს“ იხმობს

a14522.jpg

ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ადევნებს თვალს პარტიულ რეიტინგებს. მაგრამ როგორც ჩანს, ის ყველაზე მეტად საკუთარ თავს ენდობა, ამიტომ როგორც ,,პრესა.ჯი’’ უკვე წერდა, მან გამოკითხვა: ,,რომელი პარტია მიგაჩნიათ ყველაზე ეროვნულ ძალად?’’ ფეისბუქში ჩაატარა. ივანიშვილს, გარემოცვა არაერთმა მისმა თანაგუნდელმა დაუწუნა და მიზეზით, რომ ივანიშვილის კარზე გაძლიერებული ,,რესპუბლიკელები’’ ოლიგარქს ინფორმაციულ ვაკუმში ამყოფებენ და სიტუაციას თავად აკონტროლებენ, ივანიშვილის მხარდამჭერთა რიგები დატოვა. როგორც ჩანს, ხმაურიანმა განცხადებებმა ოლიგარქის ყურადღებაც მიიპყრო და მან პარტიაში ახალი სახეების დამატება გადაწყვიტა.

იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვა მის გადაწყვეტილებებზე აისახებოდა ,,პრესა.ჯი’’ უკვე წერდა. ივანიშვილმა გამოკითხვის შედეგად აღმოაჩინა, რომ  მისი რჩეული პარტიებისა თუ პოლიტიკური ლიდერების: ,,რესპუბლიკელების’’, კობა დავითაშვილისა და ზვიად ძიძიგურის მიმართ დადებითად განწყობილი ადამიანები არცთუ ბევრია, მეტიც, მილიონებით დაფინანსებულმა პერსონებმა 100 ხმაც ვერ შეაგროვეს. ამიტომ ამ გამოკითხვის შედეგად ყველაზე რეიტინგული ,,ფორუმის’’ ლიდერების მიერთება გადაწყვიტა და როგორც ტელეკომპანია ,,მაესტრო’’ ირწმუნება ივანიშვილი თავისთან ,,ეროვნული ფორუმის’’ ცალკეულ პოლიტიკურ ფიგურებს იხმობს. ივანიშვილის რჩეულთა რიგებში მოხვდნენ: გუბაზ სანიკიძე, რევაზ შავიშვილი და კახა შარტავა. რამდენად შემატებს პოლიტიკურ წონას ივანიშვილის პარტიას ახლადმიწვეული პერსონები, ძნელად სათქმელია, თუმცა ოლიგარქის მიმართ გამოთქმული ბრალდებები, რომ ის ოპოზიციის გაერთიანების ნაცვლად პოლიტიკურ პარტიებს შლის, როგორც ჩანს, საფუძველს მოკლებული არ არის.

0

ავტორი: