პოლიტიკურ პარტიებს, საფინანსო დეკლარაციების წარდგენის ვადა 1–ელ თებერვალს ეწურებათ პოლიტიკურ პარტიებს, საფინანსო დეკლარაციების წარდგენის ვადა 1–ელ თებერვალს ეწურებათ />


  17:41:51     24-01-2012

პოლიტიკურ პარტიებს, საფინანსო დეკლარაციების წარდგენის ვადა 1–ელ თებერვალს ეწურებათ

a14507.jpg

პოლიტიკურ პარტიებს 1–ელ თებერვლამდე აქვთ ვადა, კონტროლის პალატას დეკლარაცია წარუდგინონ. თუ პოლიტიკური სუბიექტი დროულად არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას, კონტროლის პალატა მას წერილობით გააფრთხილებს და ხარვეზის აღმოსაფხვრელად 5 დღიან ვადას მისცემს, ვადის გასვლის შემდეგ კი, იგი დაკარგავს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 23 იანვრით დათარიღებული #10/37 ბრძანებით,  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური ანგარიშის ფორმები და მათი შევსების ინტრუქცია დამტკიცდა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმები და შემოწირულობის შესახებ ინფორმაციისათვის განკუთვნილი ცხრილები ასევე განთავსდა საქართველოს კონტროლის პალატის ოფიციალურ ვებ–გვერდზეც.

კონტროლის პალატის მიერ დადგენილი ფორმების მიხედვით შევსებული და ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით დადასტურებული წლიური დეკლარაცია 2012 წლის 1 თებერვლამდე უნდა მიეწოდოს პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ელექტრონული ფორმით, მისამათზე: [email protected]. საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ოფიციალურ ინფორმაციად მიიჩნევა პოლიტიკური სუბიექტების მიერ მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული საფოსტო მისამართიდან მიღებული ინფორმაცია. ამასთან, ელექტრონული ფორმით ინფორმაციის გაგზავნის პარალელურად, პარტიის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით დადასტურებული ცხრილების დედნები უნდა ჩაბარდეს საქართველოს კონტროლის პალატის კანცელარიას, რასაც თან უნდა ახლდეს აუდიტის დასკვნა.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის სტანდარტები დამტკიცებულია საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის #8/37 ბრძანებით, რომლის მიხედვითაც 2011 წლის 1–ელი იანვრიდან 2012 წლის 1–ელ იანვრამდე საანგარიშგებო პერიოდზე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის უფლება მიენიჭა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აუდიტორული საქმიანობის უფლების მქონე პირს (აუდიტორი/აუდიტური ფირმა), რომელსაც აქვს აუდიტორული საქმიანობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.

ყველა დაინტერესებული პირისათვის, საფინანსო დეკლარაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას, აგრეთვე  დეკლარაციის შესაბამის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებას, მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს კონტროლის პალატა უზრუნველყოფს.

0

ავტორი: