საბერძნეთის პოლიციამ, ორი წლის წინ დაშვებული შეცდომა, ლაშა შუშანაშვილის დაკავებით გამოასწორა საბერძნეთის პოლიციამ, ორი წლის წინ დაშვებული შეცდომა, ლაშა შუშანაშვილის დაკავებით გამოასწორა />


  14:20:58     23-01-2012

საბერძნეთის პოლიციამ, ორი წლის წინ დაშვებული შეცდომა, ლაშა შუშანაშვილის დაკავებით გამოასწორა

a14477.jpg

ე.წ. კანონიერი ქურდი, ლაშა შუშანაშვილი, საბერძნეთში, შვიდ თანამზრახველთან ერთად, ერთ–ერთ ფეშენებელურ სასტუმროში დააკავეს. როგორც ცნობილია, იგი ყალბი რუსული პასპორტით იმალებოდა. შუშანაშვილზე საქართველოს შს სამინისტროს ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ჰქონდა გამოცხადებული.

ლა­შა შუ­შა­ნაშ­ვი­ლს, ბრალი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექ­სის 223–ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლითა (კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბა) და 181–ე მუხ­ლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვე­პუნ­ქ­ტით (გა­მო­ძალ­ვა) და­უს­წ­რებ­ლად წა­რედ­გი­ნა. სწორედ ამის შემდეგ გამოაცხადა მასზე ძებნა შს სამინისტრომ.

შუშანაშვილთან პრეტენზია ესპანელ სამართალდამცავებსაც აქვთ. ქართველი კრიმინალებით შეწუხებულმა ევროპამ, 2010 წლის გაზაფხულზე, შუშანაშვილისა და რამდენიმე ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის დასაკავებლად, მასშტაბური სპეცოპერაცია – JAVA  ერთდროულად რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში ჩაატარა. მაშინ ლაშა შუშა­ნაშ­ვი­ლი ბერ­ძენ სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლებს ხელიდან დაუსხლტათ, რაც სა­ბერ­ძ­ნეთი­სა და ეს­პა­ნე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვის მი­ზე­ზი გახ­და. ეს­პა­ნე­თის პო­ლი­ცი­ამ გა­ნაცხა­და, რომ ლაშა შუ­შა­ნაშ­ვილმა თა­ვი­სუფ­ლე­ბა 80 ათა­სი ევ­როდ შეიძინა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს­პა­ნე­თის პო­ლი­ცია აცხადებდა, რომ ძმები კახა და ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლე­ბი შავ ფულს უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში: ფე­შე­ნებ­ლურ სახ­ლებში, რეს­ტორ­ნებსა და კა­ზი­ნო­ებში აბანდებდნენ. ისინი სოლიდურ თანხებს სძალავდნენ ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც უცხო­ეთ­ში მსხვილ ბიზ­ნესს ფლობ­დ­ნენ. ძმე­ბი შუ­შა­ნაშ­ვი­ლე­ბი აკონ­ტ­რო­ლებ­დ­ნენ კრი­მი­ნა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბებს, რომ­ლე­ბიც მოქ­მე­დებ­დ­ნენ შვე­ი­ცა­რი­ა­ში, სა­ბერ­ძ­ნეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ავ­ს­ტ­რი­ა­ში, იტა­ლი­ა­სა და საფ­რან­გეთ­ში.

წელს, ბერძენმა სამართალდამცავებმა შეცდომა გამოასწორეს და ლაშა შუშანაშვილის დაკავება მოახერხეს. თუ რომელ ქვეყანაში მოხდება დაკავებულის ექსტრადირება, ამას სასამართლო უახლოეს ხანში გადაწყვეტს.

0

ავტორი: