აშშ–ში, 11 წლის ბავშვს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა აშშ–ში, 11 წლის ბავშვს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა />


  12:32:37     23-01-2012

აშშ–ში, 11 წლის ბავშვს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

a14466.jpg

11 წლის ბავშვი მთელ ცხოვრებას ციხეში გაატარებს. ასეთი განაჩენი გამოუტანა მას სასამართლომ ორმაგი მკვლელობისთვის, რომელიც 2009 წელს ჩაიდინა. აღნიშნულ ინფორმაციას საადვოკატო ბიურო ,,OK & CG’’ ავრცელებს.  

2009 წელს, 11 წლის ჯორდან ბრაუნმა, სკოლაში წასვლის წინ, მამის სანადირო თოფი აიღო, საძინებელში შევიდა და დედინაცვალს, კენზი ჰოუკს, რომელიც 8 თვის ფეხმძიმე იყო, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ჯორდან ბრაუნმა მკვლელობის იარაღი მოიშორა და სკოლისკენ გაეშურა. იგი იმ დღეს გაკვეთილებს მშვიდად დაესწრო.

მკვლელობის შემდეგ, კენზი ჰოუკის საძინებელ ოთახში 4 წლის ადელაინი შევიდა, როგორც მოგვიანებით მან ბებიას მოუთხრო, რომ დედას ეთამაშებოდა, მაგრამ ვერაფრით გააღვიძა.

მოზარდის ნათესავები და ოჯახის წევრები დღემდე ვერ გამოსულან შოკიდან. მათ ჯორდანის დაცვა არც უფიქრიათ, მხოლოდ ჯორდანის მამა ამართლებს მის საქციელს. ,,ჯორდანი ვერ აცნობიერებდა თავის საქციელს. ძნელია 11 წლის ბავშვს აუხსნა, რა არის სიკვდილი” – აცხადებს ის.  

ჯორდანს, ნათესავებისაგან განსხვავებით, საერთაშორისო ორგანიზაციები, ბავშვთა უფლებების დამცველები და უბრალო მოქალაქეები გამოექომაგნენ, მის დასაცავად საპროტესტო აქციები მოაწყვეს და ვებ-გვერდიც კი შექმნეს http://www.jordanbrowntrust.org.  თუმცა, მათი ძალისხმევა წყალში ჩაიყარა, რადგან მოსამართლე არც კი დაინტერესებულა მათი მოსაზრებებით და ჯორდანის ადვოკატსაც გულგრილად უსმენდა. მან ჯორდანი, როგორც სრულწლოვანი ისე განსაჯა და სასჯელის უმაღლესი ზომაც მიუსაჯა, რის უფლებასაც მას კანონი ანიჭებდა, რადგან პელსინვანიის შტატში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი 10 წელია. როგორც გაირკვა, მოსამართლეს ეს გადაწყვეტილება ჯორდანის სასტიკმა საქციელმა მიაღებინა: 11 წლის ბავშვმა ადამიანი მოკლა, მშვიდად წავიდა სკოლაში და გაკვეთილებსაც აუღელვებლად დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ ჯორდანი პროცესის მიმდინარეობისას – 2 წლის განმავლობაში, დუმილის უფლებას იყენებდა და განსასჯელის სკამზე მას ამ ხნის განმავლობაში ხმაც არ ამოუღია.

0

ავტორი: