პუტინი  ოპოზიციურ მედიასაშუალებებს „რეფორმებით“ ემუქრება... პუტინი ოპოზიციურ მედიასაშუალებებს „რეფორმებით“ ემუქრება... />


  08:33:14     23-01-2012

პუტინი ოპოზიციურ მედიასაშუალებებს „რეფორმებით“ ემუქრება...

a14461.jpg

ვლადიმირ პუტინმა რუსული ოპოზიციური რადიოსადგურის რედაქტორს საზოგადოდ განუცხადა საყვედური. კრემლის დიქტატორი თვლის, რომ ეს უკანასკნელი მას იმედს უცრუებს და დასავლეთის ინტერესებს ემსახურება.

პრემიერ–მინისტრის მსგავსი განაცხადი და რეაქცია ალბათ იმას აღნიშნავს, რომ იგი დაღალა ჟურნალისტების ნაწილის მხრიდან გამოჩენილმა კრიტიკამ და  მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დაპირებული „რეფორმები“, შესაძლოა, ოპოზიციური მედიასაშუალებებით დაიწყოს.

„თქვენ ჩემზე გაბრაზდით, მე ვგრძნობ, ვხედავ თქვენს სახეზე. ეს სრულიად უსაფუძვლოა. მე ხომ არ ვბრაზობ თქვენზე, როცა დილიდან–საღამომდე  განმიხილავთ, თქვენ კი ნამდვილად გაბრაზდით“, – განუცხადა პუტინმა „ეხო მოსკვის“ მთავარ რედაქტორს.

პუტინის თქმით, მაშინ როცა იგი სოჭში ისვენებდა, მან რადიოს საშუალებით მოისმინა ინფორმაცია ამერიკის გეგმებზე ანტისარაკეტო სისტემასთან დაკავშირებით და ჩათვალა, რომ ეს ინფორმაცია ღიად ემსახურებოდა სხვა ქვეყნების ინტერესებს.

„აი, მომისმინეთ. მე ვიწექი ლოგინში... და ვფიქრობდი: ეს ხომ არ არის ინფორმაცია... ეს არის ერთი სახელმწიფოს შიდაპოლიტიკური ინტერესების მეორე სახელმწიფოსთვის ახსნა“, – განუცხადა პუტინმა აუდიტორიას, სადაც რუსეთის მედიასაშუალებების მინიმუმ 30 რედაქტორი იმყოფებოდა.

შეხვედრას ესწრებოდა რუსეთის სამივე სახელმწიფო ტელევიზიის რედაქტორი, რომელიც სახელგანთქმულია იმ ფაქტით, რომ პოლიტიკურ გადაცემებში რუსეთის ფედერაციის ოპოზიციურ ლიდერებს მონაწილეობის უფლებას არ აძლევს.

რაც შეეხება „ეხო მოსკვის“, იგი შედის რუსეთის იმ თავისუფალ მედიასაშუალებების რიცხვში, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობით არსებობს რუსეთის ფედერაციის ფარგლებში.

ვენედიქტოვმა ჰკითხა პუტინს, არის თუ არა ეს უკანასკნელი მზად შეხვდეს პირისპირ საპროტესტო მოძრაობის რამდენიმე ლიდერს. მაგალითად ისეთებს როგორებიც არიან ბორის აკუნინი და დიმიტრი ბიკოვი.

„სამართლიანი არჩევნები ყველას სჭირდება, – განაცხადა პუტინმა, – მაგალითად, მათთან შეხვედრა თქვენც შეგიძლიათ, მიუხედავად იმისა რომ მათ ყველა თქვენგანი დიდად არ უყვართ!“ – თავი აარიდა პრემიერ–მინსტრმა კონკრეტულ პასუხს.

პუტინმა განსაკუთრებული ყურადღება იმ სტატიას დაუთმო, სადაც იგი საკუთარ სამომავლო გეგმებზე საუბრობს და შემდეგ ამ სტატიის კომენტარს, რომელიც „ეხო მოსკვის“ ეთერში გამოითქვა. კომენტარი ასე ჟღერდა: „პუტინს მხარს მხოლოდ პირუტყვები უჭერენ“.

„ეს დისკუსიის რა ფორმაა და რა დამოკიდებულებაა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისადმი?“ – აღფრთოვანებით განაცხადა კრემლის საჭეთმპყრობელმა.

ოთხშაბათს, პუტინის მოკავშირეებმა ოპოზიციას შორის განხეთქილების წარმოქმნა განიზრახეს. მათ ინტერნეტ სივრცეში გაავრცელეს ვიდეორგოლი, რომელზეც ასახული იყო, თუ როგორ კამათობდნენ რუსეთის ფედერაციის ოპოზიციური ლიდერები და როგორ აწყობდნენ გეგმებს ერთ–ერთი მოკავშირის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, ოპოზიციონერები იმას გეგმავდნენ, თუ როგორ ჩამოეცილებინათ გზიდან ბლოგერი ალექსანდრ ნავალნი.  

„ეს ვიდეორგოლი უბრალოდ იმიტომ შეიქმნა და იმიტომ გამოიყენება, რომ განხეთქილება მოახდინოს ოპოზიციონერებს შორის და შეასუსტოს ისინი.“ – აღნიშნა პარტია „სპრავედლივაია რასიას“ წევრმა დეპუტატმა გენადი გუდკოვმა.

„ეხო მოსკვი“ პუტინზე...

„ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა განაცხადა, საკუთარი რედაქციის პოლიტიკური მიმართულების შეცვლას არ აპირებს. „თუ მათ რადიოსადგურის დახურვა მოუნდებათ, მაშინ დახურონ, მაგრამ მე არავითარი საშიშროება არ მიგრძვნია. უბრალოდ ეს ყველაფერი ხელისუფლების რიგითი უკმაყოფილების გამოხატვად ჩავთვალე რუსეთის ფედერაციის თავისუფალი მედიის მიმართ“, – განაცხადა ალექსანდ ვენედიქტოვმა და დასძინა – „სანამ მე აქ ვარ, არსებულ პოლიტიკას არ შევცვლი!“

ალექსანდრ ვენედიქტოვმა აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინს იგი არაერთხელ გაუკრიტიკებია. ეს კრიტიკა კი განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ–საქართველოს აგვისტოს ხუთდღიანი ომისა და 2003 წელს ოლიგარქ მიხაილ ხადარკოვსკის დაპატიმრების დროს გამძაფრდა.

0

ავტორი: