06:29:36     23-01-2012
კვერცხი ხახვითა და ჩორიზოთი
გამოდის 4 ულუფა
მომზადება: 10 წუთი
შეწვა და მოთუშვა: 23-28 წუთი
სირთულე: პირველი საფეხური
შემადგენლობა:
3 ს/კ კარაქი
8 ნაჭერი (250 გ) ესპანური ძეხვი ჩორიზო
2 თავი პატარა ხახვი
1/2 ჭიქა (125 მლ.) ნაღები
4 ცალი კვერცხი და ყველი სურვილისამებრ
გააცხელეთ ქურა 190ºC-მდე. 4 ცალ ცეცხლგამძლე ჯამს ძირში წაუსვით 1 ს/კ კარაქი. დარჩენილი 2 ს/კ კარაქი დაადნეთ დიდ ტაფაზე. ზედ დააწყვეთ პატარა ზომის კუბებად დაჭრილი ძეხვი ჩორიზო და ტაფა 3 წუთს დატოვეთ საშუალო ცეცხლზე. დაამატეთ ხახვი და კიდევ 3 წუთს დააყოვნეთ. დაასხით ნაღები და კიდევ 2 წუთის განმავლობაში გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე. კარაქწასმულ ჯამებში ჩაასხით ძეხვისა და ნაღების ნარევი, სათითაოდ ჩაახალეთ კვერცხები ან მოასხით გახეხილ ყველთან ერთად ათქვეფილი კვერცხი. ღრმა ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩაასხით მდუღარე წყალი, ჩადგით ჯამებში (წყალი ჯამებს შუამდე უნდა ფარავდეს). შედგით ცეცხლგამძლე ჭურჭელი ქურაში 15-18 წუთის განმავლობაში. კერძი მიირთვით ცხელი.
ეს გახლავთ ფრანგული კერძი და მზადდება სპეციალურ ჯამებში. ამ ჯამებიდანვე უნდა მივირთვათ.
0