ივანიშვილი „პინგვინების“ რეიტინგით ინტერესდება ივანიშვილი „პინგვინების“ რეიტინგით ინტერესდება />


  17:11:32     20-01-2012

ივანიშვილი „პინგვინების“ რეიტინგით ინტერესდება

a14417.jpg

ოლიგარქ ივანიშვილს, რომელმაც 90-იანი წლების შემდეგ რამდენიმე მილიარდის ქონება დააგროვა, ბოლო პერიოდმა დაუმტკიცა, რომ ბიზნესსა და პოლიტიკაში წარმატებები სხვადასხვა გზით მიიღწევა და პოლიტიკაში დიდი ფული დიდ მოგებას ვერ ტოვებს. სამთვიანი პოლიტიკური აქტივობით დაღლილი ივანიშვილი  ჭორვილაში წავიდა დედის მოსანახულებლად და დასასვენებლად. ეს ამბავი თავის ფავორიტებს მან ფეისბუქით აცნობა. სოციალური ქსელი ივანიშვილისთვის პოლიტიკური რეკლამირების მთავარ საშუალებად იქცა.

ფეისბუქი მისი თანაგუნდელებისა და ზოგიერთი მედიასაშუალებისგან განსხვავებით, ბიზნესმენს მილიონებს არ სთხოვს მომსახურებაში, შესაბამისად, ივანიშვილიც დაუღალავად პოსტავს და აშეარებს მოწონებულ ნიუსებს. ფეისბუქი მას საშუალებას აძლევს გვარი შეუცვალოს მეუღლეს ყოველგვარი კანონიერი მოქმედებების გარეშე და იგი ხვედელიძე-ივანიშვილად გამოაცხადოს.

ჰოდა, თავის სამყაროში საკმაოდ ბედნიერად გრძნობს თავს და ლამისაა რუსული ოცნება ახდენილად ჩათვალოს. თუმცა, მილიარდერი ბიზნესმენის გზა, არც ისეთი მსუბუქია პოლიტიკისკენ. ეჭვიან ოლიგარქს, რომლის მთავარი მაგნიტიც ფული გახლავთ და მსუბუქი ყოფაქცევის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მრავლად მიიზიდა, როგორც ჩანს ეჭვები არ ასვენებს.

ფიქრობს: თუ ფულს ვიხდი, იმაში მაინც გადავიხადო, ვინც ჩემს პოლიტიკურ რეიტინგს წონას შემატებსო და სამშაბათიდან ფეისბუქსში გამოკითხვას ატარებს: ,,რომელი პოლიტიკური პარტია მიგაჩნიათ ყველაზე ეროვნულ ძალად?’’ ამით ოლიგარქი ორ კურდღელს იჭერს: თან საკუთარი მოძრაობის რეიტინგს არკვევს და თან იმ პარტიებს ახარისხებს, ვისთან თანამშრომლობაც მას გამოადგება. კითხვას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი განმარტება, ალბათ, ვინმე რომ არ გაუნაწყენდეს: ,,პარტიები დალაგებულია ალფავიტის მიხედვით’’.

ივანიშვილის გამოკითხვაში ამ დროისთვის 904 ადამიანს აქვს მონაწილეობა მიღებული და ამ გამოკითხვის გამო ოლიგარქი შესაძლოა დეპრესიაშიც კი ჩავარდეს, რადგან აღმოჩნდა რომ ზვიად ძიძიგურის პარტიას, რომელსაც მან დეკემბერში თავისი კომპანიების: შპს ,,კომპლექს-სერვისისგან" – 100 000, სს ბანკი ,,ქართუსგან" – 100 000, შპს ,,ბურჯისგან" - 100 000, სს ,,ქართუ ჯგუფისგან" - 100 000, შპს ,,ფინსერვისისგან" - 100 000, შპს "ინტერკონსალტინგი პლუსისგან" - 100 000, შპს ,,ქართუ მენეჯმენტისგან" - 100 000 ლარი, შპს ,,ელიტა ბურჯისგან" - 100 000, შპს ,,ფინსერვის-21-გან" - 100 000, შპს ,,კოლხეთისგან" - 100 000, შპს ,,კალა კაპიტალისგან" - 100 000 ლარი გადაურიცხა, მხოლოდ 2 ხმა აქვს. ძიძიგურის შედეგებს ორჯერ აღემატება კობა დავითაშვილის ,,ხალხის პარტიის“ რეიტინგი. კობა დავითაშვილის პარტიას ივანიშვილმა საკუთარი კომპანიებიდან: სს ,,ბანკი ქართუ", შპს ,,ფინსერვის-21”, შპს ,,ფინსერვისი", შპს ,,ელიტა ბურჯი", შპს ,,ქართუ ჯგუფი", შპს ,,ქართუ მენეჯმენტი", შპს ,,ინტერკონსალტინგი პლუსი", შპს ,,კალა კაპიტალი" და შპს ,,კოლხეთი" 100 000- 100 000, ანუ ჯამში 900 000 ლარი ჩაურიცხა - 4 ხმა აქვს.

,,რესპუბლიკელებს’’, რომელთა ფინანსური უზრუნველყოფისთვის ოლიგარქი თავს არ ზოგავს და ყველაზე ძვირი, სწორედ ამ პარტიის შენახვა უჯდება, სულ რაღაც 35 ხმა შეუგროვებიათ. არადა, ,,რესპუბლიკური პარტია’’ 2011 წლის ნოემბერში სს ,,ბანკი ქართუმ" - 100 000, შპს ,,ბურჯმა" - 100 000, შპს ,,კომპლექსერვისმა" – 100 000, სს ,,ქართუ ჯგუფმა" - 100 000, შპს ,,ბურჯმა" - 100 000, შპს ,,ფინსერვისმა" - 100 000, შპს ,,ინტერკონსტალტინგ პლუსმა" - 100 000, შპს ,,ელიტა ბურჯმა" - 100 000, შპს ,,ქართუ მენეჯმენტმა" - 100 000, შპს ,,ქართულმა ჰოლდინგმა’’ - 100 000, ხოლო დეკემბერში შპს ,,კალა კაპიტალმა" და შპს ,,კოლხეთმა" 100 000-100 000 ლარით, ანუ ჯამში - 1 200 000 ლარით დაასაჩუქრეს. 

ივანიშვილის მიერ ფეისბუქზე წარმოებული გამოკითხვის მიხედვით, მიუხედავად ლიდერის გამოკვეთილი პრორუსული და პუტინისტური მოქმედებებისა, ნინო ბურჯანაძის ,,დემოკრატიულ მოძრაობას’’ 68 ხმა აქვს. მას 4 ხმით ჩამორჩება ,,თავისუფალი დემოკრატები’’, რომელსაც ბიძინას კარზე ,,ეროვნული ფორუმის’’ დაბლოკვაში ადანაშაულებენ. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე წონის ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ პოლიტიკური სიმსუბუქე არაერთხელ გამოავლინა, ივანიშვილის ფეისბუქის გვერდის მომხმარებლებიდან 134 ადამიანი მიიჩნევს მას ეროვნულ ძალად.

უკვე გადარიცხულ მილიონებს რაღას უზამს, მაგრამ მომავალი დაფინანსების საკითხი შესაძლოა ივანიშვილის მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგებმა მკვეთრად შეცვალოს და ამოთვალწუნებული ,,ფორუმი’’, რომლის ივანიშვილის გუნდში ინტეგრირება ,,ქართუ ბანკის’’ პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა ვერაფრით მოახერხა, შესაძლოა ივანიშვილის კარზე უალტერნატივო გახდეს, ვინაიდან ,,ქართული ოცნების’’ შემდეგ, ივანიშვილის გამოკითხვაში, ყველაზე რეიტინგული სწორედ სანიკიძის პარტია გახლავთ.

0

ავტორი: