მრჩეველი პუტინს: თქვენ ხართ სამხედრო დამნაშავე, ემზადეთ ტრიბუნალისთვის! მრჩეველი პუტინს: თქვენ ხართ სამხედრო დამნაშავე, ემზადეთ ტრიბუნალისთვის! />


  10:21:10     20-01-2012

მრჩეველი პუტინს: თქვენ ხართ სამხედრო დამნაშავე, ემზადეთ ტრიბუნალისთვის!

a14381.jpg

საქართველოსთან დაკავშირებული „გულწრფელი“ აღიარებების შემდეგ ვლადიმერ პუტინს, თავისი ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი კიდევ ერთ რჩევას აძლევს, - როგორც სამხედრო დამნაშავე, ტრიბუნალისათვის მოემზადოს, მათ შორის, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 354-ე მუხლების შესაბამისადაც, რომლებიც „აგრესიული ომის დაგეგმვის, მომზადების, გაჩაღებას ან წარმოების“ და „ომის გაჩაღების საჯარო მოწოდებების“ შემთხვევებზე ვრცელდება.

საქმე პუტინის იმ აღიარებებს ეხება, რომელიც მან 2008 წლის ომთან დაკავშირებით გააკეთა და „გულუბრყვილოდ“ იკითხა - სხვა რა უნდა გაგვეკეთებინა, როცა ჩვენს მოქალაქეებს ხოცავდნენო. ანდრეი ილარიონოვი მიმართავს პუტინს, რომ „რუსეთის რეჟიმის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც წლების მანძილზე მზადდებოდა და 2008 წლის აპრილ-ოქტომბერში პუტინისა და მედვედევის ბრძანებით განხორციელდა, რუსეთსა და მსოფლიოში ვერ აღიქმება სხვანაირად, თუ არა უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაული რუსეთისა და საერთაშორისო სამართლის თანახმად.“ ილარიონოვი წერს, რომ სამხრეთ და ჩრდილო ოსეთის მცხოვრებთა, რუსეთის სამშვიდობო ბატალიონისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსული საოკუპაციო ძალების, ასევე საქართველოს მოქალაქეებისა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვა მოხდა რუსეთის ხელისუფლების მიერ კარგად დაგეგმილი და განხორციელებული პროვოკაციისა და აგრესიის შედეგად.

„სწორედ მედვედევისა და პუტინის ბრძანებით  დაირღვა რუსეთსა და საქართველოს შორის საერთაშორისო შეთანხმებები, დაირღვა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი, ჩედნილ იქნა უმძიმესი დანაშაულები, რომლებიც რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით, გაეროს წესდებითა და გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით არის კვალიფიცირებული, რუსული ჯარები  თავს დაესხნენ საქართველოს, მოკლეს ასობით მისი მოქალაქე, მოახდინეს მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია.

აგრესიის შედეგად მოკლულ იქნა ასობით რუსეთის მოქალაქე - რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლები. და ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც საქართველოსა და რუსეთში ცხოვრობენ, ასევე ეთნიკურ რუსებს და საქართველოსა და რუსეთში მცხოვრებ სხვა ხალხების წარმომადგენლებს კარგად ესმით მოტივები, რის გამოც საქართველოს წინააღმდეგ აგრესია იქნა ჩადენილი.

რა უნდა გააკეთოთ ეხლა? ხართ რა სამხედრო დამნაშავე, უნდა ემზადოთ სამხედრო ტრიბუნალისთვის“ - ასეთია საკუთარი ყოფილი მრჩევლის რჩევა ვლადიმერ პუტინისადმი.

0

ავტორი: