ივანიშვილის პარტიის ერთ-ერთი სახე, მისი უფროსი ვაჟი იქნება... ივანიშვილის პარტიის ერთ-ერთი სახე, მისი უფროსი ვაჟი იქნება... />


  23:42:31     19-01-2012

ივანიშვილის პარტიის ერთ-ერთი სახე, მისი უფროსი ვაჟი იქნება...

a14380.jpg

ვიდრე ბიძინა ივანიშვილი კოალიციის შექმნაზე იფიქრებდა, მანამდე  ცალკეულ პოლიტიკურ სუბიექტებს მასთან თანამშრომლობა შესთავაზა. მათ შორის იყო „ეროვნული ფორუმის“ წევრი ნოდარ ჯავახიშვილიც, რომელსაც ბიზნესმენმა „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტობა შესთავაზა.

მიუხედავად ჯავახიშვილის ივანიშვილის გუნდში გადასვლისა, „ეროვნული ფორუმი“, ოლიგარქის პოლიტიკური მიზნებისა და გეგმების მიმართ, მაინც ნეიტრალური დარჩა.  თავდაპირველად, „ეროვნული ფორუმის“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ ისინი ჯერ ოლიგარქის კოალიციის ჩამოყალიბებას და მისი პარტიის შექმნას დაელოდებოდნენ, მოგვიანებით კი იფიქრებდნენ იმაზე, ღირს თუ არა ბიზნესმენთან თანამშრომლობა.

შეგახსენებთ, რომ ამ განცხადებას „ეროვნული ფორუმის“ ლიდერები რამდენიმე კვირის წინ აკეთებდნენ. თუმცა, ახლა ვითარება შეცვლილია. ფორუმში სერიოზულად დაფიქრდნენ ოლიგარქის კოალიციაში შესვლაზე.

ამ დრომდე,  კოალიციაში ოთხი პოლიტიკური პარტიაა, მეხუთე კი თავად ივანიშვილის პარტია იქნება, რომლის თავმჯდომარეც ეკატერინე ხვედელიძე იქნება.

თუკი ოლიგარქი მოქალაქეობას ვერ მიიღებს, მაშინ არჩევნებში მონაწილეობა, სიის პირველი ნომრით, მის მეუღლეს მოუწევს. ოპოზიციის გამაერთიანებლის და წინამძღოლის ტვირთი მძიმე იქნება გამოუცდელი ხვედელიძისთვის, მაგრამ ის მაინც პარტიის თავმჯდომარე იქნება, რადგან ივანიშვილის თვლის, რომ ქართულ საზოგადოებას „სწორება“ მის გვარზე აქვს.

არ არის გამორიცხული, პარტიაში ვიხილოთ მისი შვილის უტა ივანიშვილიც. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ოლიგარქის უფროსი ვაჟი საქართველოში ჩამოსვლას გაზაფხულისთვის გეგმავს და ისიც, ბერას მსგავსად აქტიურად  ჩაერთვება მამის პოლიტიკურ პიარში.  შემოგვთავაზებს თუ არა უტა ივანიშვილი ბერას მსგავსად რეპის რეპერტუარს, უცნობია. ოლიგარქს უფროსი ვაჟისთვის უფრო მეტი „დავალებები“ აქვს, ვიდრე ბერასთვის. უტა ივანიშვილი მის მიერ დაფინანსებული პარტიის ერთ–ერთი სახე უნდა იყოს.

0

ავტორი: