პუტინმა აღიარა, რომ საქართველოზე თავდასხმის მოტივი, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები იყო პუტინმა აღიარა, რომ საქართველოზე თავდასხმის მოტივი, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები იყო />


  17:52:12     19-01-2012

პუტინმა აღიარა, რომ საქართველოზე თავდასხმის მოტივი, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები იყო

a14378.jpg

2008 წლის შემდეგ მიმდინარე დიპლომატიური დავა იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი, ყველასათვის მოულოდნელად, დღეს, პრემიერმა და კრემლის რეალურმა ბოსმა, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა. წლების განმავლობაში, მოსკოვის მიერ წარმოებული გააფთრებული პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ომის დაწყების ინიციატორი ქართული მხარე იყო, პუტინის მიერ, ფაქტობრივად, უარყოფილ იქნა და ნამდვილი მიზეზი სწორედ მისგან დასახელდა.

რუსული მედიასაშუალებების რედაქტორებთან შეხვედრისას, რუსეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მათი არმიის მეზობელ საქართველოზე თავდასხმის მოტივი, არა „რუსეთის მოქალაქეების დაცვა“, რუსულ პოსტზე ქართველების თავდასხმა ან მსგავსი თითიდან გამოწოვილი და მრავალჯერ გაპიარებული საბაბი იყო, არამედ, ამ ტერიტორიაზე, აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგების პერსპექტივა.  

უცნაური გულახდილობის ხასიათზე დამდგარმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ რუსეთი საქართველოსთან ომს არ აპირებდა, მაგრამ ვინაიდან პერმანენტული საუბრები მიდიოდა ამერიკის შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის რუსეთის სამხრეთით განლაგების შესახებ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა კრემლმა, რომ ამ მათთვის სახიფათო და კატეგორიულად მიუღებელი გეგმისათვის ხელი შეეშალა. პუტინის განცხადებით, მათთვის სულერთი არ არის, სად განთავსდება ეს სისტემა, რუსეთის სიახლოვეს თუ მისგან შორს, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და საშიში, თუ ეს საქართველოში მოხდება.

ქართველი ექსპერტები პუტინის ამ განცხადებას აღიარებას უწოდებენ, რომელიც მთელი რიგი დასკვნებისა და პროგნოზებისათვის, მნიშვნელოვან მასალას იძლევა და კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რა დამოკიდებულება აქვს კრემლს მეზობელი სახელმწიფოსადმი. სპეციალისტების აზრით, ეს გამოსვლა, საერთაშორისო არენაზე, რუსული მხარისათვის მეტად წამგებიანი იქნება და მის პოზიციაზე, ამ კონკრეტული საკითხის განხილვის სამომავლო მიმდინარეობისას, მნიშვნელოვნად უარყოფით როლს ითამაშებს.

0

ავტორი: