ოლიგარქი და შალვა რამიშვილის არშემდგარი „მეორე „დარდუბალა“ ოლიგარქი და შალვა რამიშვილის არშემდგარი „მეორე „დარდუბალა“ />


  13:47:13     19-01-2012

ოლიგარქი და შალვა რამიშვილის არშემდგარი „მეორე „დარდუბალა“

a14371.jpg

„დარდუბალას“ ლეგენდარულ შემქმნელს სერიოზული შემოქმედებითი კრიზისი აქვს. შალვა რამიშვილის მიერ დიდი ბაქიბუქით დაანონსებული და მილიარდერის მიერ დაფინანსებული პროექტი – „ბანანის რესპუბლიკა“, ფაქტობრივად, ჩავარდა. მულტსერიალი, რომელსაც რამიშვილი და მისი „კამანდა“ ხელისუფლების კი არა, ლამის ფორმაციის შეცვლაში გადამწყვეტი როლის დაკისრებას უწინასწარმეტყველებდა და ირწმუნებოდა, რომ „მისი ძალიან ეშინიათ“, საბოლოო ჯამში, ერთი უსახური, უბრალო და სრულიად არაფრისმთქმელი პროდუქტი გამოდგა.

რამიშვილის მულტფილმა, თვით მის ყველაზე თავგადაკლულ ფანებშიც კი ისეთი იმედგაცრუება გამოიწვია, რომ ერთ ადამიანსაც ვერ ნახავთ, რომელიც თუნდაც ინტერნეტში, ამ გადაცემაზე, დადებითი სახის შენიშვნას წერდეს.

მოკლედ, ქართული იუმორის „გურუს” რეზონანსული ტელეპროექტი კი ჩაუვარდა, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხს და მილიარდერი ივანიშვილის „დაგოიმებას“ აქტიურად განაგრძობს. ისე კი, „ბანანის რესპუბლიკა“ თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რაში ხარჯავს ოლიგარქი ფულს და ვის უხდის დოლარების მსხვილ–მსხვილ შეკვრებს.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა უკიდურესად სუსტია, არც გახმოვანება უვარგა, არც კრეატივი, არც სიუჟეტი და საერთოდ არაფერი, თავად ქართული ჟურნალისტიკის და კიდევ ათასი რაღაცის ფლაგმანი იხტიბარს მაინც არ იტეხს. შალვას მუქთა ლუკმის დაკარგა სულაც არ სურს. „ფეისბუქზე“ მას შენიშვნებს, ძირითადად, მეგობრები და კეთილისმსურველები აძლევენ, თუმცა კომენტარებიდან ჩანს, რომ მათი რჩევების გაზიარებას „გურუ“ სულაც არ აპირებს და ამ შენიშვნებზე ზოგჯერ ფარული თუ ღია აგრესიითაც რეაგირებს.

რაღა თქმა უნდა, შალვას არაფრით სურს იმის დაჯერება, რომ მისმა პროექტმა სრული კრახი განიცადა. ასე რომ არ იყოს, მისი მომართული ფანები, რომლებიც „ბანანის რესპუბლიკისაგან“ საოცრებებს ელოდნენ, ამ სრულიად კორექტული შენიშვნების ნაცვლად, შალვას სადიდებელ ოდებს დაწერდნენ, თუმცა, რამიშვილის რეალობის მიღება აშკარად არ სურს, თანაც სულაც არ უნდა ციდან ჩამოვარდნილი ტკბილი ლუკმის დაკარგვა. მაყურებლის აზრით კი, გადაცემის სცენარი ასე მოსაწყენი იმიტომაც გამოვიდა, რომ შალვა მაქსიმალურად შეეცადა ივანიშვილის მისამართით მლიქვნელობას.

მოკლედ, პირველი გადაცემის ჩავარდნის შემდეგ, მეორე გადაცემის მომლოდინეები ახლა შალვას მესამე გადაცემას ელოდებიან, იმ იმედით, რომ ლეგენდარულ „პიარშჩიკში“ ძველი ტალანტი გაიღვიძებს და საოცრებას შექმნის, თუმცა, ყველაფრიდან ჩანს, რომ დიდი შანსია, შემდეგ მეოთხე გადაცემის ლოდინი მოუწიოთ და ასე უსასრულოდ. მოკლედ, შალვა რამიშვილმა „დარდუბალას“ გამეორება ვერ შეძლო, თუმცა, შესაძლოა, მისთვის ეს არც ისე დიდი პრობლემა იყოს. იმ ქერის ორმოში, სადაც რამიშვილია მოხვედრილი, როგორც ცნობილია დიდი გემოვნებით და გამჭრიახობით არ გამოირჩევიან და კონკრეტულ პერსონებსაც ფულს ნიჭის მიხედვით არ უხდიან.

0

ავტორი: