ფოტორეპორტაჟი რუსეთის მიერ „აღდგენილი“ ცხინვალიდან ფოტორეპორტაჟი რუსეთის მიერ „აღდგენილი“ ცხინვალიდან />


  20:54:09     17-01-2012

ფოტორეპორტაჟი რუსეთის მიერ „აღდგენილი“ ცხინვალიდან

a14321.jpg

როგორ გამოიყურება დღეს რუსეთის მიერ „აღორძინებული“ სამხრეთ ოსეთი, რომლის აღდგენისათვის გამოყოფილ თანხებსაც მოსკოვი მუდმივად ამადლის ოკუპირებულ რეგიონს. რატომ აღარ სჯერათ ადგილობრივებს კრემლის დაპირებების და რატომ შეირყა „დიდი მეგობრის“ იმიჯი იმდენად, რომ ცხინვალელები კრემლის „საპრეზიდენტო“ კანდიდატურებსაც აღარ ენდობიან?

რას წარმოადგენს რუსეთის დახმარებით „აღორძინებული“ “სამხრეთ ოსეთი”, - ამის ამსახველი ფოტოები ერთ-ერთ ბლოგზე გამოქვეყნდა სათაურით „ის, რაც ვნახე და გავიგონე - ცხინვალი დღეს“:

კოლოსალური რუსული ფინანსების ხარჯვის მიუხედავად ცხინვალი დღეს საშინელ მდგომარეობაშია, - წერს ბლოგერი. 20 წლის წინ დანგრეული სახლები, წყალი  დღე-ღამეში ორჯერ, გზები არ არსებობს. ზაფხულში საშინელი მტვერია, დანარჩენ დროს - თავიდან ფეხებამდე ჭუჭყი.

2011 წელს „სამხრეთ ოსეთში“ არჩევნები ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებით დასრულდა. ეს იმის გამო მოხდა, რომ ხალხს მობეზრდა მუდმივი სიდუხჭირე და ცარიელი დაპირებები, - მათ შორის რუსეთის მხრიდანაც. სეპარატისტულ რესპუბლიკაში ხელახალი არჩევნები 2012 წლის 25 მარტსაც ჩატარდება, თუმცა მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აქ ახლაც არაფერი კეთდება.

„ჯერჯერობით თვალში გხვდება ღობეები, რომლებიც გარს შემოარტყეს აღდგენის პროცესში მყოფ შენობებს. გზების ნაცვლად რა „კაშაც“ იყო, იგივე დარჩა“ - წერს ბლოგერი.

ის, რაც ცხინვალის რკინიგზისგან დარჩა. პირდაპირი - გზა გორში მიდის, საქართველოს მხარეს ხოლო თუ 180 გრადუსით შებრუნდები, - ჩრდილოეთისკენ

 და ბოლოს, ქალაქში დღემდე ნახავთ უცნაურ პლაკატს წარწერით „Великие сыны бога“, რომელზეც გამოსახულნი არიან „ღრუბლებში მცურავი“ ნაზარბაევი, იანუკოვიჩი, პუტინი, მედვედევი, კოკოითი და ობამა.

0

ავტორი: