11:04:42     17-01-2012
შეხვედრა EUMM-ის ხელმძღვანელთან
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს დოქტორ ანდრეი ტიშკიევიჩს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მისიასთან წარმატებით თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება. ბაჩო ახალაიამ მადლობა გადაუხადა დოქტორ ანდრეი ტიშკიევიჩს დამკვირვებელთა მიერ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქვეყანაში არსებული ვითარების ობიექტურად გაცნობისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული მხარის პრინციპულ პოზიციას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რომ ქართული მხარე განუხრელად ახორციელებს სამშვიდობო პოლიტიკას, ცდილობს მაქსიმალურად ღიად წარმართოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესები. ამის დადასტურება კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან მჭიდრო თანამშრომლობაა.
Mod.gov.ge
0