10:34:41     17-01-2012
ნამცხვარი “გული”
მასალა:
ცხვება 1ლ. მოცულობის გულის ფორმაში
გამოდის 12 ნაჭერი
1 ნაჭერი=420 კ/კალ.
დრო მოსამზადებლად: 30 წთ;
დრო გამოსაცხობად: 35 წთ.
მასალა თხელი ცომისთვის: ნამცხვარი "გული"
200 გ. დარბილებული კარაქი
200 გ. შაქარი
1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
4 ცალი კვერცხი
300 გ. ფქვილი
1.5 ჩ.კ. ცომის საფხვიერებელი/სოდა
150 გ. შოკოლადი
ცხიმი ფორმისთვის
მასალა მინანქრისთვის:
2 ს.კ. გარგარის ჯემი
200 გ. მუქი შოკოლადი
30 გ. თეთრი შოკოლადი
20 გ. ქოქოსის ან კაკაოს ცხიმი
გააცხელეთ ღუმელი. წაუსვით ცხიმი ფორმას. კარაქი, შაქარი და შაქრიანი ვანილი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე; დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი და სოდა. 150 გრამი შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე და შეურიეთ ცომის ნახევარს. ღია და მუქი ცომი ფორმაში ერთმანეთის გვერდით ჩაასხით. აცხვეთ 175 გრადუსზე 35 წუთის განმავლობაში. როცა გაგრილდება, ამოიღეთ ფორმიდან.
გაათბეთ ჯემი და წაუსვით ნამცხვარს. ცალ-ცალკე გაადნეთ ორთქლზე ღია და მუქი ფერის შოკოლადი. შავ შოკოლადს შეურიეთ ქოქოსის/კაკაოს ცხიმი და წაუსვით ნამცხვარს. გამდნარი თეთრი შოკოლადი ზოლებად მოასხით ნამცხვარს.
დადგით გრილ ადგილას მინანქრის გამაგრებამდე.
0