შემწვარი თევზი მაიონეზით შემწვარი თევზი მაიონეზით />


  15:03:04     14-01-2012

შემწვარი თევზი მაიონეზით

a14260.jpg

მასალა:

    1 კგ. თევზი (მაგ. სიგა, კეფალი, სკუმბრია)

    100 გრ. ზეთი

    300 გრ. მაიონეზი და წყალი

    3-4 ძირი ქინძი

    2-3 კბილი ნიორი

    3 ს.კ. ფქვილი

    მარილი გემოვნებით

კარგად გასუფთავებული თევზი დაჭერით, ამოავლეთ ფქვილისა და მარილის ნარევში, ადუღებულ ზეთში ორივე მხრიდან კარგად შეწვით და გამოაცალეთ ძვლები.

ცალკე აიღეთ მაიონეზისა და წყლის თანაბარი რაოდენობა, კარგად აურიეთ, ადუღეთ 2-3 წუთი, დაამატეთ მარილთან ერთად დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი და დანაყილი ქინძი; შეაზავეთ მარილთან და დაასხით შემწვარ თევზს.

0

ავტორი: