15:01:41     14-01-2012
ყურძნის ტორტი
მასალა 12 ულუფისთვის:
2 ცალი ბისკვიტი
12 გ ჟელატინი
750 გ თეთრი და წითელი ყურძენი
500 გ იოგურტი
150 გ შაქარი
1 ჩ/კ გახეხილი ლიმონის კანი
100 გ თეთრი ღვინო
375 გ ცხიმიანი ნაღები
4 ს/კ ლიმონის წვენი
1 პაკეტი ვანილიანი შაქარი
დაჭრილი ფუსტუღი
ჟელატინი ჩაალბეთ ცივ წყალში. ყურძნის 1/5 გადაინახეთ. დანარჩენი შუა-შუა დაჭერით. ჟელატინი გახსენით თბილ ღვინოში, შეათქვიფეთ იოგურტი და 15 წუთით შედგით მაცივარში. ათქვიფეთ 2/3 ნაღები, შეურიეთ ჟელატინიანი იოგურტი.
ბისკვიტის ერთ ფირფიტას წაუსვით ნახევარი კრემი და 2/3 დაჭრილი ყურძენი მოაყარეთ. დააფარეთ მეორე ბისკვიტი, წაუსვით დარჩენილი კრემი და მოაყარეთ დარჩენილი დაჭრილი ყურძენი. შედგით მაცივარში 6 საათით.
გადანახულ ყურძენს მოასხით ლიმონის წვენი, ამოავლეთ შაქარში. ნაღებს შეათქვიფეთ ვანილი და წაუსვით ტორტს. მორთეთ შაქარშემხმარი ყურძნის მარცვლებით და მოაყარეთ ფუსტუღი.
0