რუსეთ-იაპონიას შორის, კურილიის კუნძულებზე დავა განახლდა რუსეთ-იაპონიას შორის, კურილიის კუნძულებზე დავა განახლდა />


  12:03:33     14-01-2012

რუსეთ-იაპონიას შორის, კურილიის კუნძულებზე დავა განახლდა

a14251.jpg

რუსეთსა და იაპონიას შორის სადავო კურილიის კუნძულების თემა კვლავ აქტუალურდება. როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, დღეს, 14 იანვარს, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, კორიტო გემბა, იაპონური სანაპირო დაცვის კატერის მეშვეობით, რუსეთის კუთვნილ კუნძულებს ეწვია და მათი სანაპირო, ზღვიდან დაათვალიერა. იაპონელი მინისტრის კატერი, კურილიის ორ კუნძულს, იტურუპს და შიკოტანს მიუახლოვდა.

როგორც მედია იუწყება, „ამომავალი მზის“ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლის მიზანი იმის დემონსტრირების სურვილი იყო, რომ მათ სახელმწიფოს სულაც არ დავიწყებია მრავალწლოვანი ტერიტორიული დავის საკითხი, რომელმაც რუსეთი და იაპონია, 21-ე საუკუნეში, ლამის შეიარაღებულ კონფლიქტამდე მიიყვანა. იაპონიის ცნობილი სტიქიური უბედურების შემდეგ, ეს თემა დროებით გაიყინა, თუმცა, როგორც ჩანს, ახლა მისი წამოწევა კვლავ ხდება.

როგორც ცნობილია, ორ ქვეყანას შორის დავა, თუ რომელს ეკუთვნის კურილიის ნახევარკუნძულის ნაწილი, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მიმდინარეობს. იაპონია, კუნძულებს - იტურუპს, კუნაშირს და შიკოტანს, ასევე, ხაბომაის არქიპელაგს თავის ჩრდილოეთ ტერიტორიებად თვლის. შესაბამისად, რუსი მაღალჩინოსნების ყოველი ვიზიტი ამ ტერიტორიაზე, რუსეთ-იაპონიას შორის მდგომარეობის გართულებით სრულდება.

რუსეთი იაპონიის ტერიტორიულ პრეტენზიებს არ ცნობს, თუმცა, მცირე ხნით ადრე, იაპონიას ამ ტერიტორიაზე ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნა შესთავაზა. ეს იდეა იაპონიის მხრიდან უარყოფილ იქნა.

0

ავტორი: