10:19:44     07-11-2010
ხორცი ღვინოში
საქონლის ხორცის უძვლო ნაჭერს, ზომიერად ცხიმიანს დაჭრით საშუალო ზომაზე, დადებთ ცხელ ტაფაზე, დააყრით ცოტა მარილს და დააფარავთ ხუფს. დგამთ ნელ ცეცხლზე. როგორც კი წყალს ბოლომდე გამოუშვებს, ამ წყალს მთლიანად გადაღვრით, უმატებთ წითელ ღვინოს.
წითელ ღვინოში შუშავთ სანამ არ დარბილდება. მერე ამატებთ კარაქს, ნიორს, შავ პილპილს და ხრაკავთ ამ კარაქში, 10 წუთი. უმატებთ ისევ ღვინოს და ხდით ხუფს, რომ ღვინო თან ამოშრეს, მაგრამ არა ბოლომდე და რომ შეიქმნას ერთგვარი წითელი ღვინის კონცენტრატი, მდუღარე კარაქში არეული, უმატებთ ისევ ცოტა ღვინოს.
შემდეგ იღებთ საშუალოზე დიდ ხახვის თავებს და ჭრით 4 ნაწილად. არ აცალკევებთ ერთმანეთისაგან. ამ მეოთხედებს ტაფაში ყრით და ხრაკავთ. თუ საჭიროა, კიდევ უმატებთ ღვინოს.
ჩანაფიქრი ისაა, რომ ხახვის მეოთხედები კი უნდა დაიშალოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიხრაკოს და უნდა ხრუკუნა ფაქტურა შეინარჩუნოს (ანუ დარჩეს თითქმის ნედლი, მაგრამ ხორცის, ღვისნის და კარაქის სოუსში არეული). ამ გზით ხახვი იქნება ისეთივე ძირითად ნაწილი კერძის, როგორც ხორცი და ეს უჩვეულოა, საკმაოდ.
როგორც კი ხახვის ამ ნახევრადშემწვარ კონდიციას მიაღწევთ, აყრით პილპილს, მარილს და ურევთ (კარგია თუ გაქვთ როზმარინის ტოტი - ისიც ჩადეთ). უმატებთ ღვინოს და აცლით კიდევ 2-3 წუთს.
მერე, როდესაც ყველაფერი უკვე გემოზე მზადაა, გადმოგაქვთ დიდ თეფშზე და ადებთ ზემოდან არაჟანს. ოღონდ არაჟანს რომ დაადებთ, მერე აღარ გაეკაროთ: თეფშზე გარშემო წითელი ღვინის სოუსში არ უნდა აირიოთ! არაჟანი თავისით გადმოღვენთავს და თეთრ-წითელი კონტრასტული სოუსი არომატს მისცემს. მიირთვით ცხლად.
ინგრედიენტები:
1 კგ ხორცზე
1კგ ხახვი
3-4 კბილი ნიორი
1 ბოთლი წითელი ღვინო
სხვა ყველაფერი - გემოზე.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: საფერავი
0