მედდა, მედიამაგნატად და პოლიტიკურ ლიდერად გარდაისახება?! მედდა, მედიამაგნატად და პოლიტიკურ ლიდერად გარდაისახება?! />


  12:19:27     13-01-2012

მედდა, მედიამაგნატად და პოლიტიკურ ლიდერად გარდაისახება?!

a14231.jpg

ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ, რაც ვერც ერთ ლარად და ვერც ერთ მილიარდად საქართველოში ტელევიზია ვერ იყიდა, გადაწყვიტა საკუთარი ტელეარხი გახსნას. სატელევიზო არხის ლიზენცია ივანიშვილმა სექტემბერში მოიპოვა.

არხი, რომელიც სატელიტური ტელეარხი იქნება, არ არის ცნობილი როდის გაიხსნება. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ  არხის ხელმძღვანელი ოლიგარქის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე–ივანიშვილი იქნება.

ბიზნესმენმა, საკუთარ მეუღლეს დიდი პასუხისმგებლობა „აჰკიდა“. ჯერ იყო და ხვედელიძეს პარტიის დაფუძნება და თავმჯდომარეობა „დაავალა“, შემდეგ  ტელარხის ხელმძღვანელობა.

ივანიშვილი, რომელიც ქართველი ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა და დიდ მორალისტად გვევლინება – „ნუ იქნებით მხარე, იყავით ობიექტურებიო“, ახლა ჟურნალისტებს საკუთარ ტელეარხში სამუშაოდ იწვევს.

არხი, ოლიგარქს წინასარჩევნოდ სჭირდება, რათა რაც შეიძლება მეტი საიმიჯო სიუჟეტი იყოს მომზადებული მასზე და მის კოალიციაზე.  შემდეგ კი, ბიზნესმენი ისევ სხვისკენ გაიშვერს ხელს და დაადანაშაულებს ჟურნალისტებს, თქვენ საზოგადოების ინტერესებს არ იცავთ და დაუბალანსებლები ხართო.

შეგახსენებთ, რომ სარფიანი გარიგება ივანიშვილის სატელიტურ არხთან დაკავშირებით, ოლიგარქსა და ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურ დირექტორს ბაჩო კიკაბიძეს შორის შედგა.  შპს „იგრიკაში“, ეკატერინე ხვედელიძემ 2 მილიონი დოლარი გადაიხადა, სატელიტზე მაუწყებლობის ლიცენზია კი, ბაჩო კიკაბიძეს 2008 წელს 20 ათასი ლარი დაუჯდა. შპს „იგრიკა“, რომლის მფლობელიც „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე იყო, მართვის უფლებით შპს „აქცეპტს“ გადაეცა. „აქცეპტის“ 80%-იანი წილის მფლობელი კი ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა.

ბიზნესმენს, სულაც არ ეჩვენება არაეთიკურად, ოლიგარქის მიერ მხოლოდ არჩევნებში გასამარჯვებლად არხის გახსნა.   

ამას გარდა, ივანიშვილმა რამდენიმე ათეული ათასი ლარის გადარიცხვით, ტელეკომპანია „კავკასია“ და „მაესტროს“  „გულიც მოიგო“, ეს იმისთვის, ვაითუ მის სატელიტურ არხს რეიტინგი არ ჰქონდეს.

მართალია დიდი ფულის პატრონი, ნაციონალურ არხებს ვერ სწვდება და ამით დიდად გულდაწყვეტილია, მაგრამ მაინც ცდილობს, თავისი სატელიტური არხით ეს ყველაფერი დააბალანსოს.  

სავარაუდოდ, ამ არხზე გამოჩნდებიან დამწყები ჟურნალისტები, ასევე რამდენიმე ცნობილი ტელესახეც. მათ შორის იქნება „მეოთხე ხელისუფლების“ მეტრი და ქართული ჟურნალისტიკის „ლარი კინგად“ აღიარებული შალვა რამიშვილიც.

რამიშვილმა, ამისთვის სამზადისი უკვე დაიწყო. მან თავის „ფეისბუქის“ გვერდზე უკვე დაიწყო განცხადებების გაკეთება, რომ სულ არ აინტერესებს არანაირი მედიასტანდარტები და პრინციპები. თუმცა ამაში ახალი არაფერია, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ რამიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფული და ბინის გარემონტებაა.

საინტერესოა როგორ გაართმევს თავს დიდ პოლიტიკას და ტელევიზიის მართვას პროფესიით მედდა ეკატერინე ხვედელიძე.

თუმცა ოლიგარქისთვის ესეც ნაკლებად მნიშვნელოვანია. ხვედელიძეს ასისტენტების არმიას „მიუსევენ“.  მთავარია ოლიგარქმა იცის, რომ მას აქვს დიდი ფული. საქართველოში კი ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, ვისაც  დიდი ფულით იყიდი.

0

ავტორი: