08:49:18     12-01-2012
ბიძინა ივანიშვილის ცოლი, საკუთარ დას არ ელაპარაკება

ბიძინა ივანიშვილის უანგარო ფილანთროპობის მითი, მისი პოლიტიკაში გამოჩენისთანავე, ერთი ხელის მოსმით დაიმსხვრა. ამის შემდეგ ამოტივტივდა ზედაპირზე ყველა ნაგავი, რომელიც წლების განმავლობაში, ჩვენი დროის “გრაფ მონტე კრისტოს” მიერ საგულდაგულოდ იჩქმალებოდა.
აბა, რას წარმოიდგენდა ხალხი, რომ მითიური, შარავანდედმოსილი არსება, რომელიც ლეგენდის თანახმად თურმე უბრალო ხალხს ფულს სულ უანგარიშოდ ურიგებდა, ამ ხალხში წითელ ინტელიგენციას გულისხმობდა. ან იმას, რომ საკუთარი მოსამსახურეები მონებივით ჰყავდა და მათ ჭორვილელი პინგვინები ერჩივნა, თანაც ისე, რომ ადამიანებს „წამლად დანაყავდა“ და ამ პიგვინებს დაადებდა.
მოკლედ, თავად ოლიგარქი იქეთ იყოს და მის პირად ცხოვრებაში სხვა საინტერესო დეტალებიც ამოტივტივდა. მაგალითად, როგორც ირკვევა, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკა ხვედელიძე, რომელიც ქმრის გვერდით, ფართო აუდიტორიის წინაშე რამდენჯერმე უკვე გამოჩნდა, საკუთარ დას არ ელაპარაკება. როგორც ცნობილია, წლების წინ, ეკას მილიარდერმა მეუღლემ, მისი დის ქმარი, გია ბერაძე დააჭერინა. სწორედ ამის შემდეგ, დები უბრად არიან და მათ ერთმანეთში არანაირი ურთიერთობა არ აქვთ.
ოლიგარქის მეუღლე მედიის წინაშე, ქმართან ერთად, პირველად რამაზ ჩხიკვაძის სამძიმარზე გამოჩნდა. პროვინციულად გამოწყობილმა და დავარცხნილმა მედიდურმა ქალბატონმა, რამდენიმე წინადადების სათქმელად, მეორე ნახევარი უხეშად „ჩააჩოჩა“ და ორიოდე ბანალური ფრაზა „პირველი ლედის“ გამომეტყველებით გადმოუგდო საზოგადოებას.
მას შემდეგ, მთაწმინდის სასახლის დიასახლისმა, ეკრანების წინაშე კიდევ რამდენჯერმე გაიელვა. განსაკუთრებული ფსიქოლოგიური კვლევები არ სჭირდება იმის დაფიქსირებას, რომ ჩაკეტილი მილიარდერის ცოლი, მაინცდამაინც დიდი კმაყოფილებით არ ხვდება ამ უბრალო ხალხში გასვლებს, თვით პატრიარქთან შეხვედრის დროსაც, აშკარად გამოჩნდა მისი ნაყალბევი, ხელოვნური ღიმილი და ნაძალადევი ინტერესი გარე სამყაროსადმი.
მოკლედ, ივანიშვილმა მთელი ოჯახური შემადგენლობა საჯაროდ გამოამზეურა და დიადი მიზნების ეკლიან გზაზე საკუთარი ფუნქცია მიუჩინა. გეგმა სულ დეტალებში აქვთ გაწერილი: თავად ოჯახის უფროსი პრეზიდენტი გახდება, მისი ვაჟი ბერა ქვეყნის პირველ რეპერობაზე ოცნებას საბოლოოდ აიხდენს, უფროსი ვაჟის სახელით ოლიგარქი, გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებს წარმართავს, ხოლო რაც შეეხება ცოლს, გარდა იმისა, რომ თურმე პარტიის წინამძღოლი უნდა გახდეს, ალბათ მასაც გამოუჩენენ კიდევ სხვა, რაიმე ორიგინალურ ფუნქციას, მაგალითად, შეიძლება ეს ოპერის სცენაზე რომელიმე საბალეტო პირუეტის შესრულებაც გახდეს.
0