პუტინის რამდენიმე ალტერნატივა... პუტინის რამდენიმე ალტერნატივა... />


  08:16:41     11-01-2012

პუტინის რამდენიმე ალტერნატივა...

a14139.jpg

როგორც უცხოური პრესა წერს, მიუხედავად დიდი არეულობებისა რუსეთის ფედერაციაში, პუტინი თითქოსდა მაინც ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება. თუმცა, მისი  თანამდებობიდან წასვლის რამდენიმე სამომავლო ვერსიაზე უკვე აქაც ალაპარაკდნენ.

პირველი ალტერნატივა ასე ჟღერს, თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგომა. ეს შეუძლებელია და ალბათ ნაკლებად სარწმუნოც. ნუთუ შეიძლება პუტინმა საკუთარი თანამდებობა, სტატუსი და გავლენა ნებით დათმოს? თუმცა რატომაც არა, თუ პუტინი მარტში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, მას რუსეთის მართვა ექვსი ხანგრძლივი წლის მანძილზე მოუწევს, შემდეგ კი ალბათ დაბერდება კიდეც და პენსიაზე გასვლაც მოუწევს. ნებით თუ უნებლიედ ეს მაინც მოხდება! თუმცა, არავინ იცის ამ ექვს წელიწადში პუტინი როგორ აურ–დაურევს და რა ცვლილებებს შეიტანს საშინაო პოლიტიკაში. ან რას მოითხოვს საგარეო პოლიტიკისგან!

თუმცა პუტინი სულ რაღაც 59 წლის არის. ალბათ რუსეთის ლიდერს სიამოვნებს სარკეში ჩახედვა, რეალურად კი მისი თანამემამულეები მას „ბებერ პორნოვარსკვლავს“ ადარებენ. რეალობა კი პუტინისთვის საკმაოდ მწარეა! მან ეს ლიდერობა 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაკარგა. მართალია ამისთვის საფუძველი დიდი ხანია მზადდებოდა, მაგრამ საპროტესტო ტალღამ სულ რაღაც ერთი თვის წინ იფეთქა. პრემიერ-მინისტრი კი დუმდა. შემდეგ ალტერნატივა შეიმუშავა და ცოტა არ იყოს დაიბნა კიდეც. დაბნეულობა კი უცენზურობასა და შეურაცხყოფაში აისახა. ვლადიმირს შეეშინდა?! გავლენის დაკარგვის შემდეგ რაღა დარჩენია 59 წლის პოლიტიკოსს? ალბათ მართლაც უნდა დათმოს საკუთარი თანამდებობა და მემუარების ან ყოვედღიური ჩანაწერების წერა დაიწყოს.

მეორე ალტერნატივა: მას სურს ისტორიულ პირად იქცეს! ეს შედარებით რეალურია. მან მოახერხა რუსეთში სერიოზული კრიზისის გამოწვევა. ხოლო ამ კრიზისის გამოსწორებას თუ ვერ შეძლებენ, რუსეთის ფედერაცია 1917 და 1991 წლების შემდეგ მესამედ დადგება მეტად საშიში პრობლემის წინაშე. ამის საფუძველზე კი ნამდვილად შევა პუტინი ისტორიაში. უბრალოდ, იგი იმ ისტორიული დიქტატორების გვერდით დაიმკვიდრებს ადგილს, რომლებიც მხოლოდ ძალმომრეობისა და სისხლისღვრის მომხრენი იყვნენ. თუმცა, ამას ალბათ „ვლადიმიროვიჩისთვის“ დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ისტორია ისტორიაა და თუ როგორ გახდები მისი შემადგენელი ნაწილი, პუტინს სულაც არ აღელვებს!

აუცილებელია რამდენიმე სიტყვით შემდეგ პრობლემებსაც შევეხოთ: მკაცრი ცენზურა რუსეთის მედიასივრცეში, ნამდვილი ოპოზიციური პარტიების უკმარისობა და თავისუფალი სასამართლო. მაგრამ პუტინს ამ პრობლემებისთვის არ სცხელა, იგი ამ ეტაპზე ნაოჭებს ისწორებს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ მესამე ვადით პრეზიდენტად აირჩევენ, „ახალგაზრდული“ გამომეტყველებით შეძლოს სახელმწიფოს მართვა. რეალურად კი, პუტინის მოსვლის შემდეგ, ალბათ ამ სამ პრობლემას კიდევ უამრავი დაემატება და თავის 65 წლის ასაკში, როცა საბოლოოდ მოუკაკუნებს საპენსიო ასაკი, რუსეთის ფედერაცია ოჩოფეხებზე იდგება და იმ მიმართულებით გადაიხრება, საითაც ქარი დაუბერავს. პუტინი კი ფურცელს და კალამს მოკიდებს ხელს და პრობლემების გამომწვევ მიზეზებს გარეშე პირებს დააბრალებს.

0

ავტორი: