14:45:03     10-01-2012
საინტერესო ფაქტები ძველ ეგვიპტეზე

ფარაონს არასდროს უნდა ეჩვენებინა თმა, ის ყოველთვის ატარებდა სპეციალურ თავსაბურავს სახელად „ნემესი“. როგორ გამოიყურებოდა ეს თავსაბურავი, ტუტანხამონის ოქროს ნიღაბიდან ვიცით.
იმისათვის რომ ბუზებს ფარაონი პეპი II არ შეეწუხებინათ, მის გვერდზე მუდამ იმყოფებოდნენ თაფლწასმული მონები, რომლებიც აბეზარი მწერების ყურადღებას იპყრობდნენ.
სწორედ ეს ფარაონი, პეპი II, მსოფლიო ისტორიაში, თავისი მმართველობის ხანგრძლივობით რეკორდსმენია - ტახტზე 6 წლის ასაკში ავიდა და მეფობა 94 წლის ასაკში დაასრულა.
ეგვიპტელი ქალები და კაცები მწვანე ფერის მაკიაჟს ატარებდნენ. თვლიდნენ რომ მას უნიკალური ძალა ჰქონდა. თავდაპირველად, მაკიაჟი სილამაზისათვის კი არა, არამედ მზის დამწვრობის თავიდან ასაცილებლად გამოიყენებოდა.
საინტერესოა ასევე ის, რომ ეგვიპტელები ქვებს ბალიშებად იყენებდნენ.
ანტიბიოტიკები მე-20 საუკუნეში გამოიგონეს. თუმცა, ძველ ეგვიპტეში ინფექციურ დაავადებებს დაობებული პურით მკურნალობდნენ. სწორედ დაძველებული პურის ლურჯი ქსოვილები გამოიყენეს ანტიბიოტიკი პენიცილინის შექმნისას. ამიტომ, უნდა ჩაითვალოს, რომ სწორედ ეგვიპტელებმა გამოიყენეს ანტიბიოტიკი თერაპიული მიზნებისათვის.
უძველეს ეგვიპტეში მართალია არ იყო კავშირგაბმულობა და არც მობილური კავშირი, მაგრამ ჰყავდათ კარგად გაწვრთნილი მტრედები, რომლებსაც კომუნიკაციისათვის იყენებდნენ. მისი საშუალებით აგზავნიდნენ წერილებს.
ყველაზე ძველი ღვინის მარანი ეგვიპტეშია აღმოჩენილი. ასევე, მათ ეკუთვნით პირველი ლუდი.
მსოფლიოში პირველი ანდერძი ეგვიპტის ფარაონის, ჰაფრეს ვაჟს ეკუთვნის, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2601 წელს გარდაიცვალა.
ეგვიპტელი ბავშვები ტანისამოსს 10 წლამდე არ ატარებდნენ. ისე ცხელოდა ამის აუცილებლობა არ იყო. მამაკაცების ძირითადი სამოსი ქვედაბლო იყო, ქალების კი კაბა.
მდიდარი ეგვიპტელები პარიკებს ატარებდნენ, ღარიბები კი თმას უბრალოდ იწნავდნენ. 12 წლიდან ბიჭები თავს იპარსავდნენ, იტოვებდნენ მხოლოდ პატარა ნაწნავს, ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ ტილები არ გასჩენოდათ.
ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ დედამიწა ბრტყელი და მრგვალი იყო, ნილოსი კი მის ცენტრში მიედინებოდა.
მუმიფიცირებისას, გარდაცვლილს ყველა ორგანოს აცლიდნენ, გარდა გულისა. ითვლებოდა, რომ სწორედ აქ მდებარეობდა სული.
ძველ ეგვიპტეში „ქირურგები“თავის გადანერგვის ოპერაციას აკეთებდნენ. მათ ძალიან კარგად იცოდნენ ადამიანის სხეულის აგებულება. აკეთებდნენ ისე, რომ იმუნური უჯრედები უცხო ქსოვილს არ ანადგურებდნენ. ეს არის ის, რაც თანამედროვე მედიცინას არ შეუძლია.
მეცნიერებმა უძველესი მუმიების კვლევისას აღმოაჩინეს, რომ მათ გულის შუნტირების ოპერაცია ჰქონდათ გაკეთებული. ასევე აკეთებდნენ პლასტიკურ და სქესის შეცვლის ოპერაციებს.
არსებობს მტკიცებულებები, რომ ძველი ეგვიპტელები ფლობდნენ ტვინის გაზრდის ქირურგიულ შესაძლებლობებს. ეს ყველაფერი მხოლოდ ფარაონის ოჯახის წევრებისათვის და მდიდრებისათვის იყო ხელმისაწვდომი.
0