კრიმინალური გარჩევისას დაჭრილი გიორგი ნადირაძე გარდაიცვალა კრიმინალური გარჩევისას დაჭრილი გიორგი ნადირაძე გარდაიცვალა />


  16:48:59     09-01-2012

კრიმინალური გარჩევისას დაჭრილი გიორგი ნადირაძე გარდაიცვალა

a14097.jpg

2 იანვარს, შანიძის ქუჩაზე კრიმინალური გარჩევის დროს დაჭრილი გიორგი ნადირაძე დღეს გარდაიცვალა. ახალგაზრდებს შორის დაწყებული კრიმინალური გარჩევა ორი ახალგაზრდის, გიორგი ნადირაძისა და მომღერალ გია კორკოტაშვილის შვილის, 23 წლის ვაჟა კორკოტაშვილის დაჭრით დასრულდა.

ნადირაძის მდგომარეობა სტაციონარში მიყვანის დღიდან კრიტიკული იყო და დამაიმედებელ პროგნოზებს ვერც ექიმები აკეთებდნენ.

ვაჟა კორკოტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსთა განცხადებით სტაბილურია და ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

სისხლიანი გარჩევა შანიძის ქუჩაზე, ბედობის დღეს, გამთენიისას მოხდა. ორივე ახალგაზრდას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღისგან ჰქონდა მიყენებული.  

0

ავტორი: