Facebook - ზე, პარლამენტის თავმჯდომარის ვირტუალური არჩევნები იწყება Facebook - ზე, პარლამენტის თავმჯდომარის ვირტუალური არჩევნები იწყება />


  16:18:53     09-01-2012

Facebook - ზე, პარლამენტის თავმჯდომარის ვირტუალური არჩევნები იწყება

a14094.jpg

არჩევნების პოპულარიზაციის მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მიერ დამკვიდრებული ტრადიცია გრძელდება. სოციალურ ქსელ Facebook-ში „პარლამენტის თავმჯდომარის ვირტუალური არჩევნები“ იანვრის ბოლოს დაიწყება და თამაშში გამარჯვებული, ერთ სამუშაო დღეს, ქვეყნის მეორე პირთან ერთად გაატარებს.

როგორც „პრესა.ჯი-ს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაკა გიგაურმა განუცხადა, სოციალურ ქსელში, ვირტუალური არჩევნები მომხმარებელთა თხოვნით იწყება და თამაში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგადაც, გამარჯვებულის ვინაობა გაირკვევა.

გიგაურის თქმით, თამაშში უამრავი სიახლე იქნება და ერთ-ერთია ვირტუალური პარლამენტის თავმჯდომარეებისა და ვიცე-სპიკერების მონაწილეობით. გალერიის გაკეთება.

ამას გარდა, სიახლეს ის ფაქტიც წარმოადგენს, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ვირტუალურ არჩევნებთან დაკავშირებით, რეკომენდაციები და მოსაზრებები პარლამენტის პრესსამსახურს მიაწოდონ, რისი გათვალისწინებაც მოხდება.

რაც შეეხება თამაშის პირობებს, ვირტუალურ არჩევნებში რეალური კანდიდატები დარეგისტრირდებიან, რომლებიც საარჩევნო კამპანიას წარმართავენ, კერძოდ, მათ ეყოლებათ მხარდამჭერები, თანამოაზრეები და ა.შ, ხოლო, თამაშში გამარჯვებული, დავით ბაქრაძეს შეხვდება და მასთან ერთად, ერთ სამუშაო დღეს გაატარებს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალური ქსელის მონაწილეებთან აქტიური შეხვედრები გასულ წელს დაიწყო, რადგან ბაქრაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი შეხვედრების ძირითადი ამოცანა, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის უშუალო კომუნიკაციის და კონტაქტის შენარჩუნება და გაძლიერებაა. ამ მიზნით კი, პარლამენტის თავმჯდომარემ მისი გვერდის აქტიურ მომხმარებლებს საკანონმდებლო ორგანოში უკვე რამდენჯერმე უმასპინძლა. რაც შეეხება ვირტუალურ არჩევნებს, აღნიშნული ტიპის თამაში, პირველი პრეცედენტი არ არის, რადგან ცოტა ხნის წინ, დავით ბაქრაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე, საკუთარ გვერდზე, ვირტუალური არჩევნების გამართვის ინიციატივით გამოვიდა, თამაშიც დაიწყო და სპიკერმა პირველი ვირტუალური არჩვენების გამარჯვებული – ირაკლი ღლონტ საკანონმდებლო ორგანოში, 14 ნოემბერს მიიღო, რომელიც ბიუროს სხდომასა და სპიკერის პირად შეხვედრებს დაესწრო.

0

ავტორი: