ვინ „ბლოკავს“ ნინო ბურჯანაძეს და „გრეჩიხას“ ივანიშვილის კარზე? ვინ „ბლოკავს“ ნინო ბურჯანაძეს და „გრეჩიხას“ ივანიშვილის კარზე? />


  11:20:46     09-01-2012

ვინ „ბლოკავს“ ნინო ბურჯანაძეს და „გრეჩიხას“ ივანიშვილის კარზე?

a14067.jpg

ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მთაწმინდის  შუშის სასახლეში  შეღწევა ამ დრომდე რამდენიმე ათეულმა პოლიტიკოსმა, იურისტმა, თუ ექსპერტმა მოახერხა. თუმცა არსებობენ ისეთებიც, ვისთვისაც მისი სასახლის კარი  დაკეტილია.

თავდაპირველად, როცა ივანიშვილმა გაახმოვანა იდეა, რომ ის რადიკალური ოპოზიციის „ღირსეულ“ წარმომადგენელთან, ნინო ბურჯანაძესთან ითანამშრომლებდა, ოლიგარქის გარემოცვაში უკმაყოფილება გაჩნდა.

ალასანია, რომელიც კონსტრუქციული პოლიტიკოსის იმიჯს წლების განმავლობაში იქმნიდა, ბურჯანაძესთან ერთად, ერთ კოალიციაში აღმოჩენის შანსმა  გაანაწყენა.

„პრესა.ჯი“– სთვის ცნობილი გახდა, რომ ოლიგარქს, ბურჯანაძის გარდა, შეხვედრა სურდა ასევე „ქართული პარტიის“ ყოფილ თავმჯდომარე, ლევან გაჩეჩილაძესთანაც.

ამ შემთხვევაში, მის სურვილს, წინ, „რესპუბლიკელები“ აღუდგნენ.

მარტივად რომ ვთქვათ, „რესპუბლიკელებმა“ „გრეჩიხა“, ხოლო ალასანიამ ნინო ბურჯანაძე დაბლოკა, ჭორვილელი მილიარდერის კარზე. 

ხიდაშელ–უსუფაშვილმა და ირაკლი ალასანიამ კატეგორიულად მოსთხოვეს ოლიგარქს, რომ დაევიწყებინა ოპოზიციის რადიკალურ ფრთასთან თანამშრომლობა.

იმ შემთხვევაში კი, თუ მილიარდერი ივანიშვილი კოალიციის წევრთა სურვილს გაითვალისწინებდა, თავის მხრივ „რესპუბლიკელებსა“ და ალასანიასაც მოუწევდათ დათმობაზე წასვლა. თუმცა დათმობაც არის და დათმობაც...

იურისტი ცოლ–ქმრისა და ირაკლის ალასანიასთვის ოლიგარქს განუმარტავს, რომ მას სჭირდება გუნდში ისეთი ადამიანები, ვინც გაახმოვანებს პრორუსულ იდეებსა და მოსაზრებებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა საქართველოსთვის სიკეთის მომტანია, და რომ რუსეთი საქართველოს მტერი არ არის.

ამისთვის საუკეთესო კანდიდატად, ივანიშვილს, სწორედ ბურჯანაძე ეგულებოდა, თუმცა არ დასცალდა. საბოლოოდ „რესპუბლიკელებმა“ და ალასანიამ თავისი გაიტანეს, მხოლოდ ერთ პირობით – პრორუსულ იდეებს, ირაკლი ასალანია, ან „რესპუბლიკელების“ რომელიმე წევრი  გაახმოვანებდა. სწორედ ამის შემდეგ  შეიცვალა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკური ორიენტაცია და პროდასავლურობიდან გეზი ჩრდილოეთისკენ აიღო.  

თუმცა ოლიგარქს მაინც არ ასვენებს დარდი, რომ ნინო ბურჯანაძესთან აქტიური კონსულტაციები ვერ გაიარა და  გასული წლის  მაისის მოვლენების მთავარ გმირთან შეხვედრა ისევ სურს. რამდენიმე კვირის წინ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ივანიშვილი ბურჯანაძეს ერთხელ უკვე შეხვდა. შეხვედრიდან გამოსულმა ბურჯანაძემ კი, გულდაწყვეტით განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკა საერთოდ არ ესმისო.  

ჯერ უცნობია, როდემდე უდარაჯებენ მთაწმინდის სასახლის მთავარ კარს „რესპუბლიკელები“ და ირაკლი ალასანია, ვინაიდან ოლიგარქს დაუოკებელი სურვილი აწუხებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებთან  შეხვედრისა. ლევან გაჩეჩილაძის ვალებს, ბანკის კრედიტებს და პოლიტიკურ ბექგრაუნდს თუ გადავხედავთ, ძნელი მისახვედრი არ არის რომ ის მარტივად დათანხმდება ივანიშვილთან თანამშრომლობას, ნინო ბურჯანაძე კი ჯერ საჯარო შეფასებებისგან თავს იკავებს და შიდა პარტიული საქმიანობითაა დაკავებული. 

0

ავტორი: