ბრიტანული სპეცრაზმი – სას ბრიტანული სპეცრაზმი – სას />


  13:23:17     06-01-2012

ბრიტანული სპეცრაზმი – სას

a14032.jpg

ბრიტანული სპეცდანიშნულების რაზმი სას არის მსოფლიოს ერთ ერთი უძლიერესი სპეცრაზმი. იგი შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დროს და მოქმედებდა როგორც აფრიკაში ასევე ევროპაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რაზმი დაშალეს, თუმცა ორი წლის შემდეგ ისევ აღადგინეს . 1950-1960წწ სასი მივლენილი იყო მალაიზიაში, სადაც ისწავლეს ჯუნგლებში ბრძოლა. ამას მოჰყვა იემენი, ინდონეზია, სიერა ლეონე და სხვა ქვეყნები მაგრამ სასის წარმატების მწვერვალი იყო ირანის საელჩოს შტურმი, როდესაც ჯგუფმა ააფეთქა შესასვლელი, შეიჭრა შენობაში და ყველა მძევალი გაათავისუფლა.

ამ ოპერაციის დროს, 6 ტერორისტი მოკლეს . უდაბნოს ქარიშხალის დროს, სასი მოქმედებდა ერაყელების ზურგში და ავიაციას მტრის კოორდინატებს გადასცემდა. იყო მარცხიც: ერთ–ერთი ჯგუფი, ოპერაციის დროს, ერაყელებს გადააწყდა და დიდი დანაკარგი განიცადა. ეს ამბავი კარგადაა გადმოცემული ფილმ ბრავო ორი ნულში. ავღანეთში და ერყში სასი ამერიკულ სპეცრაზმთან ერთად მოქმედებდა. მაგალითად, ერაყში დელტასთან ერთად უამრავი ტერორისტი მოკლეს ან დააპატიმრეს. სასმა ერყში დაახლოებით 10  მებრძოლი დაკარგა ბევრად მეტი დაიჭრა.

ამ ბოლო დროს, სპეცრაზმი მოქმედებდა ლიბიაში და მოკავშირეთა ავაციას კოორდინატებს გადასცემდა. ზოგი ინფორმაციით, ბრიტანული სპეცრაზმი ბრძოლებშიც მონაწილეობდა, მაგრამ ამის მტკიცებულება არ არსებობს.ბოლო ინფორმაციით, სასი შეიძლება მეორე ბრიტანულ სპეცრაზმ სბს-ს შეუერთდეს. ამ შემთხვევაში, შეწყდება დავა იმის შესახებ, თუ რომელი ჯობია – სასი თუ სბს . სასის მიბაძვით, ბევრმა ქვეყანამ შექმნა ანალოგიური ტიპის სპეცრაზმები .ხშირად  მათ თავად სასი უტარებს წვრთნას. მაგალითად, კოლუმბიის სპეცრაზმს. ამ სპეცრაზმის შესახებ გამოსულია ათობით წიგნი . მათი მთავარი იარაღი ახლო ბრძოლაში       არის 9 მილიმეტრიანი MP 5 .მათი დევიზია „მამაცები იმარჯვებენ“.

armada.ge

0

ავტორი: